როგორ შეიცვლებოდა სამყარო ქალებს ორსულობის კონტროლი რომ შეეძლოთ

მსოფლიოში ორსულობის შემთხვევების მესამედი დაუგეგმავია, თანამედროვე კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა კი ამ ამბავს ვერ შველის. როგორ შეიცვლებოდა სამყარო ქალებს რომ შეეძლოთ აკონტროლონ როდის, ვისგან და რა ასაკში გააჩინონ ბავშვი? ამის შესახებ სტატია BBC Future-მა მოამზადა.

ათასწლეულების განმავლობაში საზოგადოება ქალს უფრო დაბალ საფეხურზე ხედავდა, ვიდრე კაცს – ბიოლოგიით დაწყებული ინტელექტით დასრულებული. 

“როდესაღაც ითვლებოდა, რომ ქალი – ეს არის პასიური ორგანო, რომელშიც სპერმატოზოიდი გადაადგილდება და მოძრაობაშია, კვერცხუჯრედს კი “არაფრის გაკეთება” არ შეუძლია”, – ამბობს პროფესორი ახალი ზელანდიიდან პატრის როზენგრეივი – “ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო კაცზე, რომელსაც სპერმა ჰქონდა”. 

არც ისე დიდი ხნის წინ კი მეცნიერებმა დაიწყეს გასაოცარი მეთოდების აღმოჩენა, რომელთა დახმარებითაც გამრავლების საკითხში ბევრი მდედრობითი სქესის ცხოველის უპირატესობები დგინდება. 

მაგალითად, მდედრ ორაგულს შეუძლია შეაჩეროს ან დააჩქაროს მამრი ორაგულის სპერმის მოძრაობა. მდედრ თაგვებსა და ჯუგნლებში მცხოვრებ ქათმებსაც შეუძლიათ აირჩიონ ის სპერმა, რომელთა მფლობელი მამრის გენებიც მათთან ყველაზე ახლოსაა (ყველაზე მეტად მიდის). 

დროზოფილებს კი შეუძლიათ სხვადასხვა მამრის სპერმა სპეციალურ ორგანოებში შეინახონ და შემდეგ გამოიყენონ იმის სპერმა, რომლისაც მოესურვებათ. 

მართალია, ადამიანები ამ საქმეში “ჯერ ასეთი წარმატებულები” არ არიან, თუმცა დღეს ქალებს შობადობის კონტროლის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გააჩნიათ სხვადასხვა საშუალებების, მათ შორის აბებისა და უკიდურეს შემთხვევაში აბორტის სახით.

თუმცა ეს საშუალებები ყველგან ხელმისაწვდომი არ არის, არც გარანტირებული შედეგი აქვს და არც ყველას მხრიდან არის მოწონებული. ქალებს შეიძლება არ სურდეთ ამ მეთოდების კულტურული, რელიგიური ან თუნდაც პირადი მიზეზების გამო გამოყენება. ხოლო მათ ვისაც სურს, ყოველთვის არ შეუძლია: განვითარებად ქვეყნებსა და მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში, ქალებს შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდეთ კონტრაცეპტივებსა და ჩასახვის საწინააღდეგო საშუალებებზე წვდომა. გარდა ამისა, არსებობს ქვეყნები, სადაც აბორტები აკრძალულია ან საზოგადოებაში მორალურად მიუღებელია. 

და მაინც, ქალებს მთელ მსოფლიოში თანაბრად რომ შეეძლოთ ამ საშუალებების გამოყენება, რაც შობადობას არეგულირებს, ფაქტი მაინც ფაქტად დარჩება – ეს ინსტრუმენტები ყოველთვის არ მუშაობს.

კონტრაცეპტივები ყოველთვის არ ამართლებენ, სექსმუშაკებს აიძულებენ პრეზერვატივზე უარი თქვან, კაცები ქალებს აუპატიურებენ, და ქალების ნაწილს უბრალოდ არ აქვს ხმის ამოღების უფლება რომ თქვას კონკრეტულად როდის და რამდენად ხშირად სურს ჰქონდეს სექსი. 

რა მოხდებოდა მსოფლიოში ყველა ქალს უცბად რომელიმე ზემოთმოყვანილი ცხოველის უნარი რომ აღმოაჩნდეს? უპირველესი ალბათ რაც მოხდებოდა, დაუგეგმავი ორსულობები აღარ იქნებოდა; ქალების სიცოცხლე გაცილებით უსაფრთხო გახდებოდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 25 მილიონამდე ქალი აბორტს არასათანადო და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იყენებს. 

ასევე, სავარაუდოდ კაცებიც უფრო მეტად მოუფრთხილდებიან საკუთარ სპერმას ეცოდინებათ რა, რომ ქალებს მათი ორგანიზმში შენახვა და სურვილის შემთხვევაში გამოყენება შეეძლებათ. ასევე გასათვალისწინებელია ის მოლოდინიც, რომ მსოფლიოში შობადობა შემცირდება; ბევრი გადაწყვეტს, რომ შვილი უფრო ზრდასრულობაში გააჩინოს. შესაძლოა გაჩნდეს ეთიკის საკითხებით – თუ კი ქალები დაიწყებენ პარტნიორების სპერმის უგულებელყოფას იმ მოტივით, რომ “უკეთესი იშოვონ”. 

თუმცა დღეს ასეთი მსოფლიოსგან კაცობრიობა საკმაოდ შორს არის. 

ყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები