როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს? – ექიმ კომაროვსკის რჩევები!

ზოგიერთი ბავშვი 39 ტემპერატურაზეც დარბის, ზოგი კი 37.5-ზე მოშვებულია.

სხეულის ტემპერატურის მატებას იწვევს, როგორც მარტივი გაციება, ასევე ვირუსული ინფექციები. ორგანიზმი ამგვარად ახდენს საკუთარი თავის  სტიმულაციას, გამოყოფს რა ნივთიერებებს, რომლებიც  გამღიზიანებელს ებრძვის.

მთავარი ამ ნივთიერებებიდან ინტერფერონია. მის შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ, მხოლოდ იმიტომაც, რომ ცხვირი წვეთების სახით მას ხშირად უნიშნავენ ბავშვებს.

ინტერფერონი – განსაკუთრებული ცილაა, რომელსაც შეუძლია გაანეიტრალოს ვირუსი, ხოლო მის რაოდენობას პირდაპირი კავშირი აქვს სხეულის ტემპერატურასთან – ანუ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტია ინტერფერონი.

ინტერფერონის რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს ტემპერატურის მატებიდან მეორე-მესამე დღეს და სწორედ ამიტომ ვირუსების უმეტესობა მესამე დღეს უკან იხევს. თუკი ინტერფერონი ნაკლებია – პატარა სუსტად გრძნობს თავს და მშობლები კი “ძალიან ჭკვიანები”: სასწრაფოდ უგდებენ ბავშვს ტემპერატურას, რის შედეგადაც მესამე დღეს ვირუსის გავლის შანსი ნაკლებია. ამ შემთხვევაში მთელი იმედი ანტისხეულებზეა, რომლებიც ბოლოს მოუღებენ ვირუსს აუცილებლად, მაგრამ ავად ყოფნის დრო მეტად გაიწელება.

სხვათა შორის სტატიაში მოცემული ინფორმაცია ხსნის ორ ფაქტს: პასუხობს კითხვას, რატომ ავადმყოფობს “უყურადღებო მშობლის” შვილი უფრო ნაკლები დროით, ხოლო “ყურადღებიანის” – მთელი კვირა, და მეცნიურულ დონეზე ხსნის ხალხურ სიბრძნეს – “ნამკურნალები გრიპი 7 დღე გრძელდება, ხოლო უმკურნალები – ბევრად მალე გადის”.

თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია და სხვადასხვანაირად გადააქვს მაღალი ტემპერატურა

არიან ბავშვები, რომლებსაც მშვიდად და მხიარულადაც კი გადააქვთ 39 სიცხე, მაგრამ ზოგიერთი პატარა 37.5 გრადუსზეც მოთენთილია. ამიტომაც უნივერსალური რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რა ტემპერატურაზე უნდა მივცეთ სიცხის დამწევი, არ არსებობს. მთავარი წესი ყველა შემთხვევაში ერთია: ტემპერატურის მატებისას აუცილებელია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ორგანიზმს საშუალება ჰქონდეს დახარჯოს სითბო – ოფლის აორთქლების ან ჩასუნთქული ჰაერის გათბობით.

აუცილებელი ქმედებებისთვის:

  1. დიდი რაოდენობით სითხე – იმისათვის, რომ ოფლი გამოვიდეს.
  2. გრილი ჰაერი ოთახში (ოპტიმალურია 16-18 გრადუსი).

თუკი ამ პირობებს შეასრულებთ, იმის ალბათობა, რომ ორგანიზმი თავად ვერ გაუმკლავდება ტემპერატურას, ძალიან ცოტაა.

ყურადღება!

ცივ ჰაერთან ცხელი სხეულის კონტაქტისას კანის კაპილარების სპაზმი ხდება. ფერხდება სისხლის მოძრაობა, იკლებს ოფლის წარმოქმნა და სითბოს მიწოდება. კანის ტემპერატურა იკლებს, მაგრამ იმატებს შინაგანი ორგანოების ტემპერატურა.

ეს ძალიან საშიშია! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახლის პირობებში ე.წ. “გაგრილების ფიზიკური მეთოდები”: ყინული, ცივი, სველი პირსახოცებით დაზელვა, გრილი ოყნა და ასე შემდეგ…

ხალხნო! თქვენ არც კი იცით, რამდენი ბავშვი შეეწირა, სიცხის დროს დაზელვის ხალხურ მეთოდს! თუკი ბავშვი გაოფლიანდა, ტემპერატურა დაიკლებს თავისით. მშრალი კანის დაზელვა – სიგიჟეა, რადგან ნაზი კანიდან ნივთიერება, რითაც დაზელთ სისხლში შეაღწევს. დაზილეთ ძმრით, არყით? დაუმატეთ დაავადებას მოწამვლაც. დასკვნა: არაფრით, არასოდეს დაზილოთ ბავშვი!

რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით ინტენსიურად ოგლიანდება ბავშვი, რაც უფრო თბილა შენობაში, მით მეტი სითხეა საჭირო. წლამდე ბავშვისთვის ოპტიმალური სასმელი – ქიშმიშის ნახარშია, წლის შემდეგ – ჩირების კომპოტი. თუ ბავშვი, უარს ამბობს თქვენს მიერ შეთავაზებულ სითხეზე, აჯობებს თავად მისცეთ არჩევის საშუელება, რადგან უმჯობესია დალიოს რაც უნდა, ვიდრე – არაფერი.

როდის უნდა დავუწიოთ ტემპერატურა წამლის მეშვეობით?

  1. სიცხის აუტანლობა;
  2. ნერვული სისტემის თანმდევი დაავადებები;
  3. სიცხე 39-ზე ზევით.

სახლის პირობებში სიცხის დამწევ საშუელებად ოპტიმალურია პარაცეტამოლი (სინონიმები – დოფალგანი, პანადოლი, მექსალენი, დოლომოლი, ეფერალგანი, ტაილენოლი; რომელიმე ჩამოთვლილთაგან სასურველია გქონდეთ სანთლის სახით). თუკი წამლის მიღების შემდეგ ეფექტი არ იქნა – მაშინვე დაუკავშირდით ექიმს.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები