როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ენისბორძიკი აქვს?

როცა ბავშვი ვერბალური უნარების განვითარებას იწყებს, ხშირად ვაწყდებით ენაბორძიკის პრობლემას.

ალბათ ყველა იცნობთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჰქონია მსგავსი პრობლემა. ამერიკაში დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს აწუხებს ენისბორძიკი და ბავშვების 5 პროცენტი განიცდის მსგავს პრობლემას ექვსი თვის განმავლობაში მაინც.

ენაბორძიკი არის კომუნიკაციის დარღვევა, რომელიც ხელს უშლის ბავშვს აზრის გამართულად ჩამოყალიბებაში. ზოგჯერ ბავშვმა იცის, რა უნდა რომ თქვას, მაგრამ სიტყვებისა და წინადადებების გამოთქმის პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია და ენაბორძიკის გამოვლინებაც შეიძლება ვარირებდეს, არსებობს საერთო ნიშნები, რაც მის ამოცნობაში დაგვეხმარება:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი
  • მარცვლების, ან სიტყვების გამეორება (მაგ. ა-ა-ა-ა-ასე);
  • სიტყვის გამეორება (მე მე გითხარი)
  • უცაბედი შეჩერება, ან შეფერხება საუბრისას (შეიძლება პირი ღია ჰქონდეთ, თუმცა სიტყვის/მარცვლის წარმოთქმას ვერ ახერხებდნენ);
  • შორისდებულების მუდმივი გამეორება (როგორიცაა მაგ. მმმმ, ჰმმ)

ალბათ მშობელს გაუჩნდება კითხვა, თუ რამდენად ბუნებრივია ბავშვისთვის მეტყველების ამ საფეხურის გავლა. სკოლამდელი ასაკის ბავშვების 75%-ს ახასიათებს ენაბორძიკი, რომელიც მალე თავისთავად ალაგდება. თუ ბავშვს ეს პერიოდი სკოლაში შესვლის დროისთვის არ გაუვლის, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს, რადგან რაც უფრო მალე მოხდება ჩარევა, მით მალე დადგება შედეგიც. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რითიც შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს ასეთ დროს:

  1. მოძებნეთ მეტყველების თერაპევტი/ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი

როგორც ზემოთ ვახსენეთ, დროული ჩარევა კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დროა სპეციალისტს მივმართოთ? სპეციალისტს უნდა მივმართოთ თუ:

  • ენაბორძიკი უარესდება, ან გრძელდება მას მერეც რაც ბავშვს ხუთი წელი შეუსრულდება
  • საუბრისას ბავშვს სახეზე გარკვეული ექსპრესიები აღენიშნება
  • ცდილობს თავი აარიდოს სიტუაციებს, სადაც ხალხის წინაშე საუბარი მოუწევს
  1. „მარტივი საუბრის მოდელირება“

მშობელი უნდა ეცადოს ნაკლებად გაუმახვილოს ბავშვს ყურადღება ენაბორძიკზე. არ უთხრათ, რომ ნელა ისაუბროს. კარგი იქნება თუ მარტივი ენითა და ნელი ტემპით დაველაპარაკებით. ბავშვმა შესაძლოა მიბაძოს მშობელს, თუ იგი კონსისტენტური დარჩება.

  1. განმტკიცება

ვეცადოთ ხშირად შევაქოთ ბავშვი კარგად ლაპარაკისთვის.

  1. დაასრულებინეთ სათქმელი

აუცილებლად აცადეთ ბავშვს დაამთავროს სათქმელი და არ აიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა.

  1. მარტივი ვარჯიშები სახლში

არსებობს თამაშები, რომლითაც შეგიძლიათ სახლში ავარჯიშოთ ბავშვები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკა ეხება რელაქსაციას. ენაბორძიკისას ხშირია კუნთების დაჭიმულობა, ამიტომ დაეხმარეთ ბავშვს მკერდის მაგივრად სცადოს მუცლით სუნთქვა, ეს დაეხმარება მოდუნებაში.

  1. მიიღეთ ფსიქოგანათლება ენაბორძიკის შესახებ

რაც უფრო მეტს შეიტყობთ ამ პრობლემის შესახებ, მით უკეთ შეძლებთ გადაწყვიტოთ, რომელი მკურნალობაა ბავშვისთვის რელევანტური.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები