როგორ მოხდება მეხუთეკლასელების შეფასება – მიხეილ ჩხენკელი

„ცალკე უნდა აღვნიშნოთ მეხუთეკლასელების სიტუაცია, რაც იქედან გამომდინარეობს, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება არსებული სისტემით იწყებოდა მეორე სემესტრიდან. შესაბამისად, მეორე სემესტრში გავლილი 6 კვირის პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასებით დადგინდება მეხუთეკლასელების წლიური ქულა. თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, შეფასება არ გააჩნია, ასეთები ბევრი არ არიან, მაგრამ არიან, მოსწავლის წლიური ქულა ამ შემთხვევაში, განისაზღვრება სასწავლო წლის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე. როგორც გითხარით, დეტალური ინსტრუქციები იქნება ცნობილი, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სკოლებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები