როგორ გვატყუებდნენ მშობლები – 11 სახალისო ისტორია

“კომბოსტოში გიპოვნეთ”. “ჭკვიანად თუ არ მოიქცევი – გუდიანი მოვა”. ეს ის ყველაზე გავრცელებული უვნებელი ტყუილებია, რომლებსაც ალბათ ბავშვობაში ყველას გვეუბნებოდნენ. კიდევ 11 სახალისო ტყუილი, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება.

  1. იმისათვის, რომ თითი არ შემეყო შტეფსელში, მშობლები მეუბნებოდნენ, რომ იქ ბიძია დენი ცხოვრობს, რომელიც იკბინება. დიდი დრო დამჭირდა, რათა სკოლაში მიღებული პირველი ცოდნა ელექტროდენზე ბიძია დენის სახელთან არ გამეიგივებინა”.
  2. “ბავშვობაში საყვარელი სათამაშო მაიმუნი მქონდა, რომელსაც არ ვიშორებდი, შედეგად ისე გავაჭუჭყიანე და გავცვითე, რომ იქედან შიგთავსი ცვიოდა. ერთხელ სახლში დამრჩა, როცა საბავშვო ბაღიდან დავბრუნდი, დედამ მითხრა, რომ მაიმუნი აფრიკაში თავის ნათესავებთან გაემგზავრა. ახლახანს, ჩემს 45 წლის იუბილეზე გავახსენე ეს ისტორია ჩემ მშობლებს”.
  3. “საიდან მოდიან ბავშვები, ამ კითხვას არასოდეს ვსვამდი, რადგან ზუსტად ვიცოდი: ისინი, ისევე როგორც ჩემი უმცროსი ძმა საავადმყოფოში დაარიგეს. მაგრამ თავდაპირველად დედა ძალიან უნდა გასუქებულიყო, რათა დაემტკიცებინა, რომ ოჯახს აქვს საშუალება გამოკვებოს ახალი ბავშვი”.
  4. “4 წლის ვიყავი, მულტფილმს ვუყურებდი ნემოზე, როცა განვაცხადე, რომ აღარასოდეს შევჭამდი თევზს. მშობლები ამაზე დამეთანხმნენ და მას მერე ვჭამდი “ნორვეგიულ ქათამს”, ის საკმაოდ გემრიელი იყო. მაგრამ შემდეგ მოვიდა ბებია, რომლის გაფრთხილებაც ვერ მოასრეს და საშინელ ტყუილს ფარდა აეხადა. ეს კალმახი იყო, ოღონდ სხვაგვარად მომზადებული.”
  5. “მე და ჩემი ძმა ძალიან თხუპნია ბავშვები ვიყავით და დედა ცდილობდა მივჩვეულიყავით ხელების ხშირ დაბანას და შხაპს. ამიტომაც მშობლებმა ასეთი რამ მოგვატყუეს, თითქოს ჩვენ კიდევ ერთი ძმა გვყავდა, რომელსაც არ უყვარდა ბანაობა და ის სოკოდ გადაიქცა. მის (სოკოს) ფოტოსაც გვაჩვენებდნენ ხოლმე წარწერით “თხუპნია მაქსი”.
  6. “პირველ კლასში ვიყავი, როცა მამა შემპირდა ძაღლს გიყიდიო. მაგრამ ერთი პირობით, თუკი ჭიშკართან ერთ ქვას მოვრწყავდი ხოლმე იქამდე, სანამ ის ზრდას არ შეწყვეტდა. ის მინდოდა ძაღლი მყოლოდა, რომ ყოველდღე მივდიოდი იქ და ვრწყავდი. მამას კი იმდენად არ უნდოდა ძაღლი ეყიდა, ყოველდღე ცვლიდა ქვას უფრო დიდში.”

  7. “ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად ვწვებოდი, დედა მეუბნებოდა: დაწექი და დახუჭე თვალები. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიძინო. უბრალოდ დამელოდე, სანამ ჭურჭელს გავრეცხავ და მოვალ წიგნს წაგიკითხავ. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე იქამდე მეძინა, სანამ დედა მოვიდოდა.”

8. “დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კანფეტები რამდენიც მინდოდა მეჭამა, მაგრამ აი, ხილი და ბოსტნეული იმდენად გემრიელია, რომ მალე თავდება. მაგიდაზე ყოველთვის იდო დიდი ვაზა სავსე კანფეტებით, ხოლო ხილი მაგიდასთან მოჰქონდათ, როგორც დელიკატესი და უფროსები მას უდიდესი სიამოვნებით მიირთმევდნენ. შედეგად, ჩემს დაბადებისდღეზე, როცა 5 წლის გავხდი, ტორტის ნაჭრის მაგივრად, ბროკოლს ვითხოვდი”.

9. “ბაბუა მეუბნებოდა, რომ ყოველთვის ზუსტად იცის, როდის ვატყუებ და როდის არა. რადგან ამ დროს შუბლზე წითელი ნათურა მენთება. და, რა თქმა უნდა, მან ნამდვილად ყოველთვის იცოდა ეს – რადგან როგორც კი ტყუილის  თქმას დავაპირებდი, მაშინვე შუბლს ხელით ვიფარავდი.”

10. “ამბობენ, რომ როგორც კი ენა ავიდგი, მას მერე აღარ ვჩუმდებოდი. დედა და მამა ხანდახან გიჯდებოდნენ ჩემი ტლიკინისგან. და მაშინ მოიფიქრეს და განაცხადეს, რომ ყოველ ადამიანს თვეში მხოლოდ 10 000 სიტყვის თქმის უფლება აქვთ, როგორც კი ყველა სიტყვას იტყვის, მას მერე ვეღარ ილაპარაკებს. თუ ძალიან გადავღლიდი ხოლმე დედას და მამას, ისინი შემახსენებდნენ, ჯერ თვის 20 რიცხვია, შენ კიდევ უკვე 9 ათასი სიტყვა დახარჯული გაქვს. ეს მუშაობდა!”

11. როცა 3 წლის ვიყავი, მამამ აგარაკის საკურავს გრძელი კიბე მიადგა. როცა დაღამდა, მამამ დამიძახა და მთვარე დამანახა: “მე ის ამ წამს შენთვის დავკიდე”. მამა უკვე ბევრი წელია აღარ არის, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მთვარეს ავხედავ, მასზე მეფიქრება”.

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები