რა არის ზრდის ტკივილები?

სკოლამდელ და თინეიჯერობამდელ ასაკში ბავშვები ხშირად უჩივიან ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილს. ის, როგორც წესი, გვიან ნაშუადღევს ან საღამოს იწყება და შეიძლება მთელი ღამე გასტანოს, დილით კი გაიაროს.

რა არის ზრდის ტკივილების მიზეზი?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

დანამდვილებით არავინ იცის ზრდის ტკივილების მიზეზების შესახებ, თუმცა ექსპერტებს  აქვთ რამდენიმე ვარაუდი:

ზეაქტიურობა. ბევრი მშობელის დაკვირვებით, ზრდის ტკივილები ბავშვებს უჩვეულოდ აქტიური დღის შემდეგ ეწყებათ.

ჰიპერმობილობა.  ეს გენეტიკურად განპირობებული თავისებურებაა, რომელიც ცვლის სახსართა მოძრაობის უნარს და ამ დროს ზრდის ტკივილების რისკი უფრო ხშირად აწუხებთ.

ზრდის ტკივილების სიმპტომები:

ტკივილი წვივის, ბარძაყების, თეძოების და მუხლის უკანა არეში.

ხანგრძლივი ან გამჭოლი ტკივილი ნაშუადღევის, საღამოს ან  ღამის საათებში.

ტკივილი სხეულის ორივე მხარეს ერთდროულად.

ტკივილი ქრება დილით.

3 წლის ბავშვმა შეიძლება აღწეროს მისი ზრდის ტკივილები იმით, რომ იგი “ვერ გრძნობს თავის ფეხებს” ან “მათში ობობებია”.

ზრდის ტკივილების სიმძიმე და ხანგრძლივობა ბავშვიდან ბავშვამდე განსხვავდება. ზოგჯერ ისინი რამდენიმე წუთს გასტანს, ზოგიერთ  ბავშვს (და მათ მშობლებს) ასე არ უმართლებს და   ტკივილი რამდენიმე საათს გრძელდება. ის შეიძლება მსუბუქად არასასიამოვნო იყოს ან  ტირილამდე მიიყვანოს პატარა.  რთულ შემთხვევებში შეიძლება ყოველდღე იგრძნონ ტკივილი.

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს ზრდის ტკივილები?

თქვენი გამხნევება და სიყვარული დაეხმარება მას იმის გაგებაში, რომ ზრდის ტკივილები სამუდამოდ არ გაგრძელდება. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ დისკომფორტის შემცირებაში:

დაუმასაჟეთ მტკივნეული ადგილი. სცადეთ მისი კუნთების დაჭიმვა.

ჩააწვინეთ თბილ აბაზანაში. წყლით თამაში ყურადღებას გადაატანინებს ახლად ფეხადგმულ ბავშვს ზრდის ტკივილებისგან.

მიეცით ტკივილგამაყუჩებელი. თუ ტკივილი არ იკლებს, შეგიძლიათ მისცეთ იბუპროფენის ან პარაცეტამოლის ჯგუფის წამლები. იმისათვის, რომ დოზას არ გადააჭარბოთ, წაიკითხეთ წამლის ანოტაცია, ან კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.

შეგვიძლია ზრდის ტკივილების თავიდან არიდება?

მართალია, ამ ტკივილის თავიდან აცილების საშუალება არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამორიცხოთ სხვა მიზეზები და და დარწმუნდეთ, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელია.

წყარო: www.whattoexpect.com

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ