ბავშვისთვის ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება სასარგებლოა, როგორც მათთვის, ასევე მშობლებისთვისაც.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გაარკვიოთ, რამდენი ხანი სჭირდება თქვენს შვილს გამოსაძინებლად – ესაა პირველი ნაბიჯი ძილის რეჟიმის შესაქმნელად. ძილის ხანგრძლივობა, ძირითადად, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის აუცილებელია დაახლოებით 11-14 საათი; 6-13 წლამდე ასაკში 10-13 საათი, ხოლო თინეიჯერებისთვის 9-13 სათამდეა საკმარისი. ამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები დროულად იძინებენ.

გაეცანით რჩევებს, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ ბავშვის ძილის რეჟიმი:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბავშვის განტვირთვისთვის დააწესეთ კონკრეტული დრო. დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბავშვები განაწყვეთ დასაძინებლად. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, როდის უნდა დაიძინოს თქვენმა შვილმა, ამიტომ 1 ან 2 საათით ადრე უკვე დაიწყეთ ამისათვის მომზადება. ეს გააკეთეთ ყოველდრიურად, რათა ჩვევად ჩამოყალიბდეს.

შექმენით სასიამოვნო გარემო სახლში. ამ გარემოს შეგვიძლია ვუწოდოთ “მყუდრო კუთხე”. ბავშვებს, შესაძლოა, არჩეული ჰქონდეს საყვარელი სავარძელი ან ადგილი სახლში –  ეცადეთ, მათი საყვარელი ადგილი გახადოთ უფრო მეტად კომფორტული, რაც ბავშვებს დასვენებაში ხელს შეუწყობს.

დააწესეთ განსატვირთი აქტივობები ძილის წინ. ბავშვებისათვის შეგიძლიათ, მოიფიქროთ მრავალი აქტივობა, რომელსაც ძილის წინ ერთად გააკეთებთ. მთავარია, ეს აქტივობა არ მოიცავდეს ტელევიზორის, კომპიუტერის ან მობილურის გამოყნებას. შეგიძლიათ, დაძინებამდე მათთან ერთად წაიკითხოთ წიგნები, მოუსმინოთ მუსიკას ან მოყვეთ სხვადასხვა საინტერესო ამბავი.

ბავშვების ოთახი სამოთხეს დაამსგავსეთ. იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი კომფორტულად და ბენდიერად იგრძნონ ოთახში, მოაწყეთ საძინებელები მათი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით. ბავშვს უნდა უნდოდეს საკუთარ ოთახში დროის გატარება.

თუკი გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს და მათ თქვენს ტრადიციად აქცევთ, ბავშვებისათვის საღამოს ეს ნაწილი ბევრად უფრო სახალისო, ძილი კი სასიამოვნო გახდება.