ჯერ კიდევ ახლო წარსულში ხველა ან ყელის ტკივილი გაციების ან გრიპის აშკარა ნიშანი იყო, ეხლა კი ეს სიმპტომები უფრო მეტად გვაშინებს და გვიჩენს კითხვას იქნებ კორონა ვირუსი გვაქ?

რესპირატორულ დაავადებებს შეიძლება ჰქონდეს იგივე სიმპტომი – სიცხე, შემცივნება, ხველა, დაღლილობა, ყელის ტკივილი, სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი – ასე რომ ადვილი არ არის, განანსხვავო ისინი COVID-19– ის ნიშნებისგან.

ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც COVID-19- ზე მიგვითითებთ, არის გემოსა და სუნის დაკარგვა, ამბობს მონიკა ლიფსონი, მედიცინის დოქტორი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GW) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის პროფესორი. ,,ზოგიერთ ადამიანს გაციებისას შესაძლოა ნელ-ნელა უქვეითდებოდეს ყნოსვა და გემოს შეგრძნება, მაგრამ კოვიდის შემთხვევაში ეს პროცესი ხდება სწრაფად, უცებ კარგავს შეგრძნებებს’’.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

როგორც ლიპსონი აღნიშნავს, კიდევ ერთი რამ რაც კორონა ვირუს ახასიათებს არის ის,რომ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლძარღვებზე და გამოიწვიოს თრომბები. ეს აისახება სიმპტომებად, როგორიცაა ; გულმკერდის ტკივილი ან წნევა და ძლიერი თავის ტკივილი.

დაავადების ხანგრძლივობაშიც განსხვავებაა,  გაციებისა და გრიპის სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება 7-10 დღეში, ხოლო კორონავირუსის სიმპტომები შეიძლება გაცილებით მეტხანს დარჩეს.

წყარო: https://www.webmd.com

                                                        მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ