ჯანსაღად კვება ხელს უწყობს თქვენი შვილის ჯანმრთელ ზრდას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვები არ იბადებიან კარტოფილი ფრისა და პიცის სურვილით ან ბროკოლისა და სტაფილოს სიძულვილით. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ხდება, რადგან ისინი უფრო და უფრო არაჯანსაღ საკვებს ირჩევენ. თქვენ უნდა ფლობდეთ ინფორმაციას, რომ ჯანსაღ კვებაზე გადასვლა დაეხმარება ბავშვს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში, განწყობის სტაბილიზაციაში, გონების სიმკვეთრესა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების თავიდან აცილებაში. რაც უფრო მალე შეიტანთ სასარგებლო საკვებს ბავშვის კვებაში, მით უფრო ადვილად მიეჩვევა. გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

ჯანსაღი საკვები ბავშვებისთვის იწყება საუზმით. ბავშვებს, რომლებიც ყოველდღე საუზმობენ, უფრო კარგი განწყობა აქვთ და უფრო ენერგიულები არიან. საუზმეზე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ: მაღალი ხარისხის ცილა – გამდიდრებული ბურღულეული, იოგურტი, რძე, ყველი, კვერცხი, ხორცი ან თევზი. ბავშვებმა კვერცხის ბუტერბროდი, ბერძნული იოგურტის ან ხაჭოს საუზმეული და არაქისის კარაქი შეუძლიათ მიირთვან სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

იყავით მისაბაძი. ბავშვები ხშირად ბაძავენ მშობლებს, ამიტომ ნუ მოსთხოვთ თქვენს შვილს ბოსტნეულის ჭამას როცა თქვენ თვითონ ჩიფსებს მიირთმევთ. დაანახეთ რომ თქვენც ჯანსაღად იკვებებით, რათა მაგალითი თქვენგან აიღოს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

შენიღბეთ ჯანმრთელი საკვების გემო. მაგალითად, პიურეს ჩაახეხეთ სტაფილო ან დაამატეთ ვაშლის ნაჭრები. შეიტანეთ ბოსტნეული სხვა საკვებში. სოუსებს დაუმატეთ გახეხილი ბოსტნეული, ასევე დაამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო და ყველი, ან გამოაცხვეთ სტაფილოს მაფინები.

მოამზადეთ სახლში. რესტორნებში მომზადებულ კერძებს უფრო მეტი შაქარი და არაჯანსაღი ცხიმი აქვს. ასევე შეგიძლიათ ბავშვებიც ჩართოთ საჭმლის მომზადებაში.

ხელმისაწვდომი გახადეთ ჯანსაღი საკვები.  მოიმარაგეთ უამრავი ხილი, ბოსტნეული და ჯანსაღი სასმელი (წყალი, რძე, სუფთა ხილის წვენი), რომ ბავშვები თავიდან აიცილონ არაჯანსაღი საჭმლის მსგავსი  გაზიანი სასმლები, ჩიპსი და ფუნთუშები.

შეზღუდეთ შაქარი. ბავშვის ორგანიზმი საჭირო შაქარს საკვებისგან ბუნებრივი გზით იღებს. შაქრის დამატება უბრალოდ ნიშნავს უფრო მეტ კალორიას, რაც ხელს უწყობს ჰიპერაქტიურობას, განწყობის დარღვევას და ზრდის მოზარდებში ჭარბი წონის, დიაბეტის და სუიციდური ქცევების რისკს. მოერიდეთ შაქრიან სასმელებს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ შესთავაზოთ სხვადასხვა ხილის კომპოტი ან აურიეთ მთლიანი რძე ბანანთან გემრიელი სმუზისთვის.

წყარო: https://www.helpguide.org/

მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ