როგორ დავიცვათ დიეტა სამსახურის პერიოდში?

როგორ შევცვალოთ ოფისში კვების რეჟიმი?

თუ წონაში დაკლება და კვების გარკვებულ რეჟიმზე გადასვლა გაქვთ გადაწყვეტილი, დაიცავით წესები, რომლებიც სამსახურში ნებისყოფის გამომუშავებაში და სწორი კვების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

თავდაპირველად…

 

მოძებნეთ ოფისის “დედიკო”

ეჭვი გვაქვს, “ოფისის დაიკო” უკვე გეყოლებათ. ის, რომელსაც არასოდეს ეზარება თქვენთან ერთად ფინჯან ყავაზე წაჭორავება, ის, რომელიც ყოველთვის გეტყვით, რომ თქვენი ბლუზა ზედმეტად გამჭვირვალეა. “დედიკო” გავს მას, მაგრამ ცოტა უფრო მკაცრია. ეს ის ადამიანია, რომელიც მზადაა შეგაჩეროთ, როცა ხელი ტორტის ნაჭერისკენ გაგექცევათ. ამ დროს ნამდვილად გჭირდებათ ადამიანი, ვინც გეტყვით: “არ ჭამო, თორემ ინანებთ!”. დიახ, ის დაუნდობელია, თუმცა ცივი გულის რაღაც კუნჭულში ძალიან უყვარხართ.

შეეცადეთ, არ შეიმჩნიოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი სნეკები

მოერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც თანამშრომლები გამოალაგებენ ხოლმე ორცხობილებს და სხვა კალორიულ სასუსნავებს. და არ დაივიწყოთ, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, მისდიონ სწორი კვების რეჟიმს, ყველაფერზე არიან წამსვლელები. მაგალითად, შეგიძლიათ, მოიტყუოთ, რომ ოფისის ხელმძღვანელობამ აკრძალა სასუსნავების სამსახურში მოტანა. და ნუ შეგაწუხებთ სინდისის ქენჯნა, ეს კეთილი ტყუილია.

მოძებნეთ დიეტაზე მყოფი თანამშრომლები

და გააკეთეთ მათთან ერთად საერთო ჩატი – მესინჯერში თქვენ შეძლებთ ერთმანეთის მოტივირებას მემეებითა და ლაიფჰაკებით დიეტის თემაზე.

მიეცით თავს უფლება მიირთვათ ყავასა და წყალზე მეტი

ნუ მიეცებით ფანატიზმს – თქვენ სწორი კვენბის რეჟიმზე ხართ და არა შიმშილის. არ დაივიწყოთ ცილების, ბოსტნეულისა და ნახშირწყლების მოკრძალებულ რაოდენობაზე,  ეს იმიტომ, რომ ერთხელაც არ გახდეთ მეზობელი ოთახის თაფლის ნამცხვრის მსხვერპლი. ბოლოსდაბოლოს, თუ დღედაღამ მასზე ოცნებობთ, მიირთვით პატარა ნაჭედი, ნელ-ნელა დატკბით პროცესით. ეს მნიშვნელოვანია. თავის დატანჯვა – დანაშაულია, ხოლო დანაშაულის შეგრძნება – მეტაბოლიზმს ხელს უშლის.

იმოძრავეთ

იპოვეთ მოსახერხებელი მეთოდი სამოძრაოდ ისე, რომ არ დატოვოთ სამუშაო ადგილი. იტრიალეთ სკამზე, სარკის წინ. ამოძრავეთ ფეხები. დაუკარით უხილავ ბარაბანზე. ხშირად იარეთ წყლისთვის ან ტუალეტში. რატომ? რაც მეტ ენერგიას ხარჯავთ, მით მეტ კალორიას მოიხმართ.

დატოვეთ კვების ბლოგები და ფეიჯები

განსაკუთრებით ინსტაგრამზე. არანაირი დანდობა, იმოქმედეთ კატეგორიულად. თუკი კერძების ფოტოების თვალლიერების გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, დაიმატეთ დიეტური კერძების ექაუნთები. ეს, რა თქმა უნდა, არ აგიმაღლებთ თვითშეფასებას, მაგრამ სამაგიეროდ, გაგიჩენთ მოტივაციას დიადი მიღწევებისთვის.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები