როგორ დავიცვათ ბავშვები კორონა ვირუსისგან? – სპეციალისტის რჩევები

” ხშირად დაბანეთ და აკონტროლეთ, რომ პირში არ ჩაიდონ ხელები, ან თვალი არ გაიღიზიანონ” – ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალვინა ჯავახაძე კოვიდ 19-ის შემთხვევებზე ბავშვებში.

ბავშვების დაცვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი საშუალება – მათი იზოლაციაა, განსაკუთრებით იმ უფროსი წევრებისგან, რომელთაც აქვთ ჩივილები, ტემპერატურა, ხველა და  დიარეა.

დაბანეთ ხშირად ხელები, აკონტროლეთ რომ პირში არ ჩაიდონ, ან თვალი არ გაიღიზიანონ. ნიღბის ტარებას  სტანდარტულად განსაზღვრული წესი აქვს, რომელთა დაცვა ბავშვებს გაუჭირდებათ. არასწორი გამოყენება, ინფიცირების მაღალი რისკის შემცველია. ამიტომ  მცირეწლოვანი  ბავშვებისთვის ნიღბის ტარება არ არის აუცილებელი. რაც  შეეხება,  რომელი საპონი ან ხსნარი შეიძლება  გამოიყენოთ, უნდა ჰკითხოთ შესაბამის სპეციალისტს.

საქართველოში კოვიდით დაავადდა დაახლოებით 100-  მდე ბავშვი, მათგან თითქმის ნახევარი აკადემიკოს  ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში  მკურნალობდა.  კოვიდით ინფიცირებული ბავშვებში  36%   დაავადება  უსიმპტომოდ, ხშირ შემთხვევაში კი მსუბუქად მიმდინარეობა.  ტემპერატურის მატება რამდენიმე დღე აღენიშნებოდათ. სხვადასხვა სიმპტომებით გამოიხატებოდა ნაწლავთა არა მყარი მოქმედება, თავისა და  ყელის ტკივილი.

მხოლოდ 6 პაციენტს დაუდგინდა კომპიუტერული ტომოგრაფიით კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონია. 4 შემთხვევაში ცალმხრივად, 2 შემთხვევაში ორმხრივად დაბურული მინის ტიპის სინდრომით. სპეციფიკური მკურნალობის ჩატარების გარეშე ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ყველა ბავშვი იყო ოჯახური კლასტერიდან, ანუ დაავადება ოჯახის  უფროსი წევრებისგან  გადაედოთ.

ჩვენს კლინიკაში  6 პაციენტი  მკურნალობდა, მათგან 4 უსიმპტომოდ, დღეს ისინი არიან აბსოლუტურად ჯანმრთელები. ხოლო ორს აღენიშნა ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე და  ძილიანობა. გარდა კოვიდპაციენტებისა, კლინიკაში მკურნალობენ  სხვა სიმპტომებითაც, რა თქმა უნდა, ცალკე სექტორში, იზოლირებულად. თუ  სიცხე მოემატა ბავშვს, მოჰყავთ კლინიკაში  და  საეჭვო კონტაქტების შემთხვევაში  იტესტება და პასუხის მიხედვით ხდება მისი მოთავსება სპეციალურ პალატაში.

                                                                                                          მასალა მოამზადა მარიამ ხორავამ

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები