თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვს საწყისი მათემატიკური უნარების განვითარებაში სახლში და ეზოში თამაშის დროს. თუ გსურთ თქვენს შვილს უყვარდეს რიცხვები, დაანახეთ, თუ როგორ არის მათემატიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე სახალისო გზა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენს შვილს მათემატიკა გააცნოთ.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ დანახვით

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ინადირეთ რიცხვებზე.  ქალაქში სეირნობის დროს, სთხოვეთ ბავშვს მოძებნონ ისინი ქუჩებისა და მაღაზიების დასახელებებზე ან საავტომობილო ნომრებზე. წარმოთქვით ამ რიცხვების სახელი. თქვენს პატარას უნდა შეეძლოს 10-მდე რიცხვების ცნობა, სანამ სკოლაში მივა.

დათვალეთ ყველაფერი თქვენს გარშემო. დათვალეთ რამდენი ადამიანია რიგში თქვენს წინ, რამდენი საფეხური აქვს  სადარბაზოს კიბეს ან რამდენი ნაბიჯია სკვერიდან სახლამდე.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფიზიკურად

დათვალეთ და გადაახარისხეთ საყოფაცხოვრებო ნივთები. აურიეთ კოვზები, ჩანგლები და დანები და სთხოვეთ ბავშვს, გადაახარისხოს ჯგუფებად, ბოლოს კი დათვალოს  რამდენი საგანია თითოეულ ჯგუფში. გააკეთეთ იგივე წინდებზე, სარეცხზე, სათამაშოებზე.

მოძებნეთ ფორმები სახლში: კვადრატები, სამკუთხედები, წრეები, ვარსკვლავები და სხვ.,

ითამაშეთ ფაზლებით და კუბიკებით. სამგანზომილებიანი საგნების მანიპულირება – მაგალითად, ფორმების ჩასაყრელი ყუთის თამაში – გააცნობს თქვენს ბავშვს საბაზისო გეომეტრიას, ასევე ხელს შეუწყობს მის წვრილ მოტორულ უნარ-ჩვევებს და სივრცულ აღქმას.

ითამაშეთ მიმდევრობით. სთხოვეთ ბავშვს ნივთები დაალაგოს მიმდევრობის მიხედვით, მაგალითად წითელი, მწვანე, წითელი, მწვანე. ეს მას განუვითარებს პრობლემის გადაჭრის და აბსტრაქტული აზროვნების უნარებს.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ მოსმენით

მოუსმინეთ ლექსებს და სიმღერებს, რომლებიც შეიცავს დათვლას.

მოამზადეთ საჭმელი რეცეპტით ბავშვთან ერთად. მიეცით საზომი ჭიქები და თასები, წაუკითხეთ ხმამაღლა რეცეპტი და სთხოვეთ, შეურიოს ინგრედიენტები. ეს მარტივი და გემრიელი გზაა ისეთი ცნებების გასაცნობად, როგორიცაა მოცულობა და წონა.

წყარო: babycenter.com

მოამზადა: ნათია ხარბედიამ