მეიოს კლინიკის პაციენტის საინფორმაციო მასალის მიხედვით , თინეიჯერული ასაკი რთულია მშობლებისთვისაც და მოზარდებისთვისაც. ამ ასაკში ინტენსიური ჰორმონალური ცვლილებების ფონზე იცვლება მოზარდის გარეგნობა, ხასიათი, შეხედულებები, ურთიერთობებიც განსხვავებული ხდება.

თინეიჯერებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დეპრესია. დეპრესიის დროს მოზარდი მუდმივად სევდიანია, კარგავს ინტერესს სხვადასხვა აქტივობების მიმართ, აღარ აინტერესებს მანამდე საყვარელი საქმიანობა. დეპრესია მოქმედებს და ცვლის მის გრძნობებს, ქცევას, ემოციებს.

თინეიჯერების დეპრესია სიმტოპმებით შეიძლება განსხვავდებოდეს მოზრდილთა დეპრესიისაგან, მაგრამ მკურნალობა მათთთვისაც აუცილებელია, იქნება ეს მედიკამენტები თუ ფსიქოლოგიური კონსულტირება.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 

სიმპტომები

დეპრესიის სიმტომები ხშირად გამოიხატება ჩვეული ქცევის შეცვლით, რაც პრობლემებს ქმნის სკოლაში, სახლში და სხვა ადგილებში, სადაც ბავშვს უხდება ყოფნა.

დეპრესიის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული სიმძიმის იყოს, თუმცა ძირითადად შემდეგნაირადაა გამოხატული:

 

ემოციური ცვლილებები

წუხილი და სევდა, უმიზეზო, ან უმნიშვნელო მიზეზით ტირილი ფლუსტრაცია ან ბრაზი, გამოწვეული უმნიშვნელო მიზეზით სიცარიელის და უიმედობის განცდა ჩვეული საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა ოჯახთან და მეგობრებთან კომფლიქტი, ან მათთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა.

დაბალი თვითშეფასება, დანაშაულის გრძნობა, გამოკვეთილი მგრძნობიარობა მარცხზე, კონცეტრირების, ფიქრის, გადაწყვეტილების მიღების და მეხსიერების პრობლემები მუდმივი შეგრძნება, რომ ცხოვრება და მომავალი არის პირქუში და ბნელი ფიქრები სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე. ქცევითი ცვლილებები დაღლილობა და უენერგიობა, ინსომნია (უძილობა) ან ზედმეტი ძილი, მადის ცვლილება – დაქვეითება და წონის კლება ან პირიქით, მკვეთრი გაძლიერება და წონის მატება, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, აჟიტირება ან მოუსვენრობა, მაგალითად, არ შეუძლია მშვიდად ჯდომა, მუდმივად დაკავებული აქვს ხელები რაიმე ნივთის თამაშით, ცქმუტავს. შენელებული საუბარი, ფიქრი ან მოძრაობა, ხშირი სამედიცინო ჩივილები, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და სხვა, სკოლის ექთანთან/ექიმთან ხშირი ვიზიტები, სოციალური იზოლაცია, სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრება და ხშირი გაცდენები, პირადი ჰიგიენისადმი ნაკლები ყურადღება, სარისკო ქცევა, ბრაზის აფეთქებები, ან სხვა, ნორმის ფარგლებიდან გამოსული ქცევა, თვითდაზიანება, მაგალითად დამწვრობები, გაჭრა, ან ინტენსიური პირსინგები და ტატუირებები, თვითმკვლელობის გეგმის შედგენა ან თვითმკვლელობის მცდელობა.

რა არის ნორმა და რა არა?

თინეიჯერულ ასაკში ქცევა  და ემოციების იცვლება და ეს ყოველთვის დეპრესიას არ ნიშნავს, დაელეპარაკეთ მოზარდს,  ჰკითხეთ, რას ფიქრობს, შეეცადეთ, მასთან ერთად შეაფასოთ, რამდენად აქვს შეცვლილ შეგრძნებებთან და ემოციებთან გამკლავების უნარი, იმედიანად თუ უყურებს ცხოვრებას.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

,,თინეიჯერული ბუნტი”, ანუ რას უმალავენ გარდატეხის ასაკში ბავშვები ყველაზე ხშირად მშობლებს?

 

როდის მივმართოთ სპეციალისტს?

თუ დეპრესიის ნიშნები გამოხატულია და გრძლედება, გავლენას ახდენს თინეიჯერის ცხოვრებაზე, თუ შიშობთ მის უსაფრთხოებაზე, თუ არის თვითმკვლელობის მუქარა ან თქვენ ეჭვობთ, რომ შეიძლება მოზარდი სუიციდზე ფიქრობდეს, აუცილებლად მიმართეთ ფსიქიატრს ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს, რომელიც ტრენირებულია და აქვს თინეიჯერებთან მუშაობის პრაქტიკა.

დეპრესია თავისით არ გაუმჯობესდება. ჩვეულებრივ, სიმპტომები, თუ არ დავეხმარეთ, უარესდება და სხვა პრობლემების მიზეზიც ხდება. ყველაზე სარისკო კი თვითმკვლელობაა, რომლის სიხშირეც თინეიჯერულ ასაკში მაღალია.

თუ შენ თინეიჯერი ხარ და ფიქრობ, რომ გაქვს დეპრესია, ან შენს მეგობარს ამჩნევ დეპრესიის ნიშნება, მოითხოვე დახმარება. შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლებს და სხვა ახლობლებს შენი არ ესმით, ვერ იგებენ შენს პრობლემებს, მაგრამ დარწმუნებული იყავი,  რომ მათ ძალიან უყვარხართ და აუცილებლად დაგეხმარებიან.

მიმართე დახმარებისთვის მშობლებს, მეგობრებს, მასწავლებელს, რომელთანაც სიახლოვეს გრძნობს, სკოლის ექიმს ან ფსიქოლოგს.

როდისაა საჭირო გადაუდებელი დახმარება

თუ მოზარდი ფიქრობს, გეგმავს ან აქვს სუიციდის მცდელობა აუცილებლად და გადაუდებლად მიმართეთ  ფსიქოლოგს ან თქვენს  ოჯახის ექიმს. სთხოვეთ დახმარება მის ახლობლებს – მეგობრებს, შეყვარებულს, მისთვის ავტორიტეტულ მოზრდილს.

მიზეზები

დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ზუსტად არავინ იცის, თუმცა ბევრი რგოლია ჩართული, მაგალითად:

თავის ტვინის ქიმია – ნიროგადამცემები არის თავის ტვინის ქიმიური აგენტები, რომლებსაც გადააქვს სიგნალები ტვინიდან სხეულის სხვა ნაწილებამდე. მათი ნაკლებობა ან დაზიანება, ან ნერვული რეცეპტორების ცვლილება შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს.

ჰორმონები – ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის ცვლილება შეიძლება დეპრესიის გამშვებ მექანიზმად მოგვევლინოს

ადრეული ასაკის ტრავმა – ბავშვობაში ძლიერი ფიზიკური ან ემოციური ტრავმა, შესაძლოა, მოზარდობის პერიოდში დეპრესიის მიზეზი გახდეს. მაგალითად ძალადობა ბავშვზე ან მშობლის დაკარგვა, მშობლების მტკივნეული, მტრული განქორწინება შეიძლება ტვინში ცვლილების მიზეზი გახდეს, რაც მოგვიანებით საფუძველს ქმნის დეპრესიის განვითარებისთვის

დასწავლილი უმწეობა – თინეიჯერული დეპრესია შეიძლება უკავშირდებოდეს დასწავლილ უმწეობას, როდესაც ნაცვლად პრობლემის გადაჭრის გზიების ძიებისა და ცხოვრებისეულ პრობლემებთან თავად გამკლავებისა ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ და მათ ნაცვლად მოზრდილი აგვარებს პრობლემას.

                             მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ