მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ორსულობის დროს მუსიკის მოსმენა, არა მხოლოდ დედაზე აისახება დადებითად, არამედ ბავშვის თავის ტვინის განვითარებასაც უწყობს ხელს.   ორსულობის 16-18 თვის თავზე, ბავშვს პირველად შეუძლია ხმის გაგება. 24 თვის ბავშვი უკვე თავს აბრუნებს იმ მიმართულებით, საიდანაც ხმა ესმის. ორსულობის ბოლო თვეს ბავშვი უკვე ცნობს საკუთარი დედის ხმას.

  • მესამე ტრიმესტრში ბავშვს უკვე შეუძლია მელოდიის გაგება, ამიტომ კლასიკურ მუსიკას, იავნანას, ან მსგავს, წყნარ მელოდიებს ბავშვებზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
  • მუსიკა ავითარებს სხვადასხვა სფეროს. განსაკუთრებით ენისა და მეტყველების და კითხვით უნარებს. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას კი მათემატიკური უნარების გაუმჯობესება შეუძლია.
  • რეკომენდირებულია მუსიკის ძილის რუტინაში ჩართვა, რადგან წყნარი, რუტინული მუსიკა გულისცემას ანელებს, რაც ხელს უწყობს მალე ჩაძინებას. მიუხედავად იმისა გამოსდის თუ არა სიმღერა დედას/მამას, მათი ხმა ნაცნობია და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბავშვებისთვის.
  • ადრეულ ასაკში მუსიკა ხელს უწყობს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას. ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი მელოდიებისა და ტექსტის მოგონება, რაც აუმჯობესებს მათ მეტყველების უნარს და ეხმარებათ მეხსიერების გავარჯიშებაში.

  • არტ-თერაპიაში მუსიკა ხშირად გამოიყენება კოგნიტური უნარების გასაუმჯობესებლად, კონკრეტულად კი – იზრდება ყურადღებისა და კონცენტრაციის ხარისხი.
  • ბევრ სკოლაში ითვლება, რომ მუსიკის გაკვეთილები ასევე ამცირებს ბავშვების შფოთვის დონეს.
  • რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ითვლება რომ მუსიკამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ადამიანებთან კომუნიკაციას (თვალით კონტაქტი, თვით-შეფასება, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება.)
  • კოგნიტური უნარების გარდა, მუსიკა ფიზიკურ და მოტორულ განვითარებასაც უწყობს ხელს (ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები.)