როდის სწავლობენ ბავშვები დათვლას და რა სიახლე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ამასთან დაკავშირებით

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს დათვლის უნარი გაცილებით ადრე უვითარდებათ, ვიდრე ისინი სიტყვებს : „ერთი“, „ორი“, „სამი“ წარმოთქვამენ.

მკვლევარების თქმით, პატარებს ჯერ კიდევ 14 თვის ასაკში შეუძლიათ დააკავშირონ რიცხვითი სიტყვები შესაბამის რაოდენობებთან – მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით ამ სიტყვების სრული მნიშვნელობა, სანამ ისინი დაახლოებით ოთხი წლის არ გახდებიან.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 13-დან 20 თვის ასაკამდე რამადენიმე ათეული ჩვილი გამოიკვლიეს. მათ ხუთი ტესტი ჩაატარეს და ყველა მათგანი სათამაშოების- ძაღლების ან მანქანების- გაუმჭირვალე ყუთში დამალვას ითვალისწინებდა. ზოგ შემთხვევაში მკვლევარები თითოეულ სათამაშოს ითვლიდნენ და ყუთებში აწყობდნენ, სხვა შემთხვევაში – სათამაშოებს ხმამაღლა დათვლის გარეშე აწყობდნენ ყუთებში პატარების თვალწინ.

ბავშვები ყურადღებას არ იჩენდნენ იმ შემთხვევაში, როცა სათამაშოებს ყუთებში დათვლის გარეშე აწყობდნენ, ხოლო როცა მკვლევარები სათამაშოებს ითვლიდნენ, პატარები მათ რაოდენობას იმახსოვრებდნენ და ყუთში ცქერასა და მათ ძებნას განაგრძობდნენ.

დასკვნები, რომლებიც  ჟურნალში “Developmental Science” გამოქვეყნდა, მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს გაცილებით ადრე შეუძლიათ დათვლა, ვიდრე ამას დღემდე მიიჩნევდნენ.  მანამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დათვლის პროცესი იწყება დაახლოებით ორ წელიწად ნახევრის ასაკში, როცა პატარა რიცხვებს ასახელებს, თუმცა მათი მნიშვნელობა არ ესმის. დაახლოებით ოთხი წლის ასაკში ბავშვი აცნობიერებს კავშირს რიცხვების გამომხატველ სიტყვებსა და ნივთების რაოდენობას შორის.

„ბავშვები სამყაროს საკმაოდ დახვეწილად შეიცნობენ. ისინი ცდილობენ, გაიაზრონ უფროსების მიერ ნათქვამი სიტყვები და ეს დათვლასა და რიცხვებზეც ვრცელდება, – აცხადაბენ კვლევის ავტორი მენციერები.

წყარო : independent.co.uk

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები