ბევრი მშობელი ღელავს ღია ცის ქვეშ ახალშობილის პირველი გაყვანის წინ. ზოგიერთ კულტურაში დედები და ჩვილები ერთი თვის განმავლობაში ან უფრო მეტხანს სახლში რჩებიან.

სუფთა ჰაერი და ტემპის შეცვლა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ჩვილების ჩათვლით. თქვენ შეგიძლიათ გაიყვანოთ თქვენი პატარა სასეირნოდ სახლში მოყვანის დღიდანვე.

სხვა ადამიანებთან კონტაქტით შეიძლება ბავშვს გარეთაც გადაედოს ვირუსები და სახლშიც, მით უფრო, რომ დახურულ სივრცეში მათი გავრცელების ალბათობა უფრო მაღალია.  თქვენი ბავშვისთვის არასასურველი მიკრობების  თავიდან ასაცილებლად, შეზღუდეთ დახურულ სივრცეში ბევრ ადამიანთან ერთად ყოფნა. მხოლოდ ახლობელ ადამიანებს მიეცით თქვენი ბავშვის დაჭერის ან მასთან შეხების ნება და სთხოვეთ ხელების დაბანა მათ, სანამ ამას გააკეთებენ. თუ ვინმეს შეეხებით, გამოიყენეთ ხელების სადეზინფექციო სითხე, სანამ ბავშვს შეეხებით. დაბოლოს, თავი აარიდეთ ყველას, ვინც ავად არის.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

სუფთა ჰაერზე ყოფნა თქვენს პატარას დაეხმარება კოლიკასთან გამკლავებაშიც. ის ცოტა ხანში დაინტერესდება ყველაფრით, რასაც სეირნობის დროს აღმოაჩენს (მაგალითად, ხედებით, ხმებით და სუნებით). შეეცადეთ, რომ მისი გასეირნება დაემთხვეს ისეთ დროს, როცა მშვიდაა, დანაყრებულია და საფენი გამოცვლილი აქვს. ის უკვე კარგ განწყობილებაზე იქნება, მოდუნდება და დაიძინებს სუფთა ჰაერზე.

თუ  აპირებთ ბავშვის გაყვანას საათზე მეტ ხანს, თან წაიღეთ საფენები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი  და თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ბოთლი და სხვა საჭირო ნივთები.

 

წყარო: babycenter.com

მოამზადა: ნათია ხარბედიამ