როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები სკოლებში?

Uncategorized, მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საქართელოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდა ჩვეულებრივად, მე-12-კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები 27 მაისს. დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავიაბილეთები avia.ge

„განათლების სისტემამ ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა შეძლო. ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ერთად, შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა ტელესკოლა“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *