ხელზე, როგორც წიგნზე, არამხოლოდ ბედის, ჯანმრთელობის წაკითხვაც შეიძლება.

ხელისგული

წითელი ხელისგული – ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მაჩვენებელია.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მარმარილოსფერი – ნერვულ სისტემაში დარღვევებზე მიუთითებს.

მოყვითალო ხელისგული – ღვიძლში ან ნაღვლის ბუშტში პათოლოგიური ცვლილებების სიმპტომია.

ხელის მტევნის ზურგის მხარეს ყავისფერი ლაქები ნაღვლის ბუშტის მუშაობაში გაჩენილი პრობლემის ნიშანია.

ხელის მტევანსა და განსაკუთრებით ხელისგულზე წვრილ ფენებად აქერცვლა F და V ვიტამინების ნაკლებობის მაჩვენებელია. ხელისგულზე მსხვილად აქერცვლის შემთხვევაში აუცილებლად დერმატოლოგს მიმართეთ – ხელებზე სოკო დაბინავდა!

ხელისგულებში “ჭიანჭველების ცოცვის” სინდრომი ენდოკრინული სისტემის დისფუნქციის დროს ჩნდება.

სველი ხელები ფარისებური ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მიუთითებს.

ხელისგულებზე კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე, პირიქით, შესაძლებელია ფარისებური ჯირკვლის ჰიპოთირეოზის ან დიაბეტისკენ წინასწარგანწყობის ნიშანი იყოს.

ხელის ფორმა

ფართო ხელისგული – მყარი ჯანმრთელობის ნიშანია, მაგრამ ზოგჯერ ფართო ხელისგულებისა და მოკლე თითების მქონე ადამიანებს მიდრეკილება აქვთ სისხლის მიმოქცევის სისტემაში დარღვევებისკენ, პირველ რიგში, მაღალი არტერიული წნევისკენ.

 

ვიწრო ხელისგული ფერმკრთალი, ნატიფი თითებით, ჩვეულებრივ, ფაქიზი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებს აქვთ. ისინი ძლიერ რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებებსა და ატმოსფერულ წნევაზე, საათის გადაწევაზე, მკვეთრ ბგერებზე, სუნზე, ემოციურ დატვირთვაზე.

ხელის პატარა მტევანი მიუთითებს, რომ მათი მფლობელების ხშირი დაავადებებია ბრონქიალური ასთმა, სწორი ნაწლავის ანთება და დაბალი არტერიული წნევა.

შეშუპებული და მტკივნეული სახსრები, რომლებსაც სიწითლეც ერთვის, პოლიართრიტის აშკარა გამოვლენაა.

არათითისა და სალოკი თითის მეორე და მესამე ფალანგებს შორის სახსრებში ტკივილი მუხლის სახსრების სერიოზული დაავადების სწრაფ აღმოცენებაზე მიგვანიშნებს.

თითები

ნეკა თითების ხშირი დაბუჟების დროს კარდიოლოგს მიმართეთ. პრობლემა დაკავშირებულია გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან.

დაბუჟების შეგრძნება ცერა თითებში სასუნთქი სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.

მეწამულისფერი თითის წვერები იმის სიგნალია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უნდა იზრუნოთ. ხოლო მოყავისფრო ან მოლურჯო ფერი მიგანიშნებთ, რომ სასწრაფოდ მიაქციოთ ყურადღება თირკმლებსა და ფილტვებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

მასალის ავტორი: ნათია ხარბედია