რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება?

ბავშვებს, რომელთაც ადეკვატური თვითშეფასება აქვთ, ადვილად შეუძლიათ გამოსცადონ სიახლეები და უფრო მეტად თავდაჯერებულები არიან. თვითშეფასება ბავშვს შეცდომებთან გამკლავებაშიც ეხმარება, შესაბამისად,  უკეთ გრძნობს თავს სახლში, სკოლაში, თუ მეგობრებთან ერთად.

დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები ფიქრობენ, რომ სხვები მათ არ მიიღებენ, ამიტომ იჩენენ ნაკლებ ინიციატივას. შესაძლოა დანებდნენ უფრო მარტივად და გაუჭირდეთ მარცხთან შეგუება, ამიტომ ხშირად ისე ვერ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, როგორი პოტენციალიც რეალურად გააჩნიათ.

 

როგორ ყალიბდება თვითშეფასება?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თვითშეფასების განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება. იმ დროიდან, როდესაც ბავშვი გარშემომყოფების სიყვარულსა და ყურადღებას გრძნობს, მისი თვითშეფასებაც იწყებს ფორმირებას. ბავშვის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი თვითშეფასებაც. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ბავშვი:

  • ხედავს საკუთარ პროგრესს და აღწევს მიზანს;
  • სწავლობს სკოლაში მისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს;
  • იჩენს ახალ მეგობრებს;
  • გამოიმუშავებს ახალ უნარებს;
  • აქებენ კარგი საქციელისთვის;
  • გრძნობს, რომ მისი ესმით და აფასებენ;
  • იღებენ კარგ ნიშანს, ან ჯილდოს, დამსახურების მიხედვით.

 

როგორ შეუძლიათ მშობლებს დახმარება?

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვს დაბალი თვითშეფასება აქვს, ამის გამოსწორება შესაძლებელია. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვს, შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:

  • დაეხმარეთ სიახლეების სწავლასა და აღმოჩენაში;
  • შეაქეთ, მაგრამ გააკეთეთ ეს ჭკვიანურად – 1) ზედმეტ შექებას ცუდი შედეგები აქვს; 2) ეცადეთ შეაქოთ ქმედებისთვის და არა შედეგის გამო (მაგ. შეაქეთ პროცესში და არა მას მერე, რაც ის 10-იანს მიიღებს);
  • თავიდან აირიდეთ მკაცრი კრიტიკა, როდესაც ბავშვს ნეგატიურად ვაფასებთ, ეს აუცილებლად აისახება მის თვითშეფასებაზე.
  • ფოკუსირდით მის ძლიერ მხარეებზე. დააკვირდით რა გამოსდის უკეთესად და აუცილებლად აღნიშნეთ ეს.

                                                                                                                                                    მოამზადა: მარიამ კვერნაძემ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები