თუ ცდილობთ მიჰყვეთ ჯანსაღი კვების წესს, ბროკოლი ერთ-ერთი პირველთაგანი უნდა იყოს თქვენს სასურსათო სიაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ბროკოლი სასარგებლოა გულის დაავადებების, დიაბეტისა და სიმსუქნის, ანთებითი პროცესების წინააღმდეგ.

რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ბროკოლი?

 

C ვიტამინს, K ვიტამინს, A ვიტამინს, კალიუმს, ფოლატს, არის ძალიან დაბალკალორიული და არ შეიცავს ცხიმს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მისი ხშირი მოხმარება, განსაკუთრებით, ფილტვისა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.

ბროკოლიში შემავალი ვიტამინი ფოლატი ამცირებს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

მიუხედავად იმისა, რომ ფოლატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მას საქმე აქვს დნმ-ისა და რნმ-ის პროდუქციასთან და მუტაციების ალბათობის შემცირებასთან.

ბროკოლი სასარგებლოა ძვლოვანი სისტემისათვის

არასაკმარისი რაოდენობით K ვიტამინის მიღება ზრდის ძვლის მოტეხილობის საფრთხეს. მხოლოდ ერთი ფინჯანი დაჭრილი ბროკოლი შეიცავს 92 მკგ K ვიტამინს, რაც შეადგენს ადამიანისათვის K ვიტამინის საჭირო დღიურ ნორმას.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოვუმუშავოთ ბავშვს ჯანსაღი კვების ჩვევები?

K ვიტამინი აუმჯობესებს ძვლების სიჯანსაღეს, კალციუმის შეთვისების გაზრდისა და მისი შარდში გამოყოფის შემცირების ხარჯზე.

1 ფინჯანი დაჭრილი ბოკოლი ასევე შეიცავს კალციუმის თქვენთვის საჭირო დღიურ ნორმას.

ბროკოლი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ადამიანთა უმეტესობა C ვიტამინის გაგონებისას ავტომატურად ციტრუსებზე ფიქრობს, მაგრამ იცოდით, რომ 1 ფინჯანი ბროკოლი  81 მგ C ვიტამინს შეიცავს? – ეს ადამიანისათვის C ვიტამინის დღიურ მისაღებ ნორმას წარმოადგენს.

ბროკოლი ასევე შეიცავს A და E ვიტამინებს, რომელთა დახმარებით კანი  ასევე ინარჩუნებს ახალგაზრდულ და ჯანმრთელ იერს.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

შეიძლება თქვენ ერთი შეხედვით ვერ შენიშნოთ, მაგრამ რაც უფრო ძველია ბროკოლი, უფრო არომატული ხდება ის. ასე, რომ შეგიძლიათ ყიდვიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოიყენოთ. დაიმახსოვრეთ, მისი სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, ბროკოლი გარეცხეთ მხოლოდ გამოყენების წინ.