რატომ უნდა დავლიოთ ლიმონის წყალი და როგორ მზადდება ის?

კვება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლიმონი და სხვა ციტრუსები ლიმონმჟავას შეიცავს და ცნობილია ვიტამინი C-ს მაღალი შემცველობით. ლიმონის ქერქი ორი ფენისგან შედგება: გარეკანისა და თეთრი შიდა ფენისაგან. გარეკანი მნიშვნელოვან ზეთებს შეიცავს რომლისგანაც ყველაზე მეტად გავრცელებულია – ლიმონინი.

კვებითი ღირებულება

ლიმონი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სურავანდის სამკურნალოდ, იშვიათი დაავადება, რომელსაც ვიტამინი C-ს ნაკლებობა იწვევს. ცნობილია, რომ ვიტამინი C იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, თუმცა ჩატარებული კვლევები არადამაჯერებელია.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი C არ იცავს ჯანრთელ ადამიანს გაციებისგან, მას სიმპტომების შემცირება შეუძლია. ლიმონი ასევე შეიცავს ვიტამინ B6 და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომელსაც ფლავონოიდებს უწოდებენ. ეს ციტრუსი დაბალ კალორიული გახლავთ, თუმცა მდიდარი არომატით გამოირჩევა.

ლიმონი და ჯანმრთელობა

მიიჩნევენ, რომ ლიმონის წყალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ის ხელს უწყობს წონაში კლებას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, კანს და ხელს უწყობს  დეტოქსიკაციაში. თუმცა ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული.

ზოგიერთი მტკიცებულება კანის გაუმჯობესებას ვიტამინი C-ს  (ასკორბინის მჟავა) და ფლავონოიდებს უკავშირებს. ვიტამინი C სხეულის კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს კანის მთლიანობას.

ავიაბილეთები avia.ge

ლინონის წყალი კანისთვის სასარგებლო შესაძლოა იმის გამოცაა, რომ ის კოფეინს არ შეიცავს. ძალიან ბევრი კოფეინი მოქმედებს, როგორც შარდმდენი, რაც ბევრ ადამიანში კანის გამოშრობას იწვევს. თუ თქვენ რეგულარულად სვამთ ჩაის და ყავას, უკოფეინო ალტერნატივა ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენი კანისთვის, ენერგეტიკულ დონესა და ძილის ხარისხისთვის.

თუ თქვენ გიჭირთ სასმელი წყლის დალევა, რადგან არ მოგწონთ მისი გემო, მასში ლიმონის დამატება წყალს უფრო გემრიელს გახდის და სასმელი წყალი კი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუ წონის დაკლება გსურთ, შიმშილის პირველივე გრძნობაზე საჭმლის ნაცვლად ლიმონიანი წყალი მიიღეთ. თუკი ეჭვობთ, რომ დეჰიდრატირებული ხართ, გირჩევთ, ლიმონიანი წყალი დალიოთ. ის მოქმედებს ისე, როგორც ჩვეულებრივი წყალი. დეჰიდრატაციას შეუძლია გამოიწვიოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და დაღლილობა. ამ სიმპტომების დროს მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნდეთ, მოიხმართ თუ არა საკმარისი რაოდენობის სითხეს. ჯანდაცვის ორგანიზაციები მოსახლეობას დღე-ღამეში 6-8 ჭიქა სითხის (იდეალურ შემთხვევაში -წყლის) მიღებას ურჩევენ.

ლიმონის ზეგავლენა კბილებზე

ხილის წვენებმა და მჟავე სითხეებმა შესაძლოა კბილის მინანქარი დაგვიზიანოს.  ამიტომ უმჯობესია, თუ კონცენტრირებულ ლიმონის წვენს წყალთან ერთად მივიღებთ.

როგორ დავამზადოთ ლიმონის წყალი?

ლიმონის წყალი მარტივად მზადდება: ჩვეულებრივ სასმელ წყალში (ცივში, ან ცხელში) ვათავსებთ ლიმონის კანიან ნაჭრებს, ან ვურევთ ლიმონის წვენს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ინგრედიენტები და არომატიც, როგორიცაა ფორთოხალი ან პიტნა. ლიმონის წვენი შეგიძლიათ გამოწუროთ, სპეციალურ ფორმაში ჩაასხათ და მაცივარში კუბებად გაყინოთ.

წყარო: BBC


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *