რატომ სჯობს ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ანტისეპტიკის გამოყენებას ხელების საპნით დაბანა?

სპირტის შემცველი დეზინფექტორები 30 წამის განმავლობაში საიმედოდ ახდენენ კორონავირუსის დეზაქტივაციას. სპეციალისტებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ანტისეპტიკური საშუალებების სპეციალური ტესტირება ჩაატარეს. აღნიშნული საშუალებები არა ნაკლებ 80% ეთანოლს ან არა ნაკლებ 75% იზოპროპილის სპირტს შეიცავენ.

აუცილებელია, რომ სადეზინფექციო საშუალება დავიტანოთ ხელისგულებზე და შემდეგ შევიზილოთ ორივე მტევნის მთელ ზედაპირზე. გელი უნდა შევიზილოთ სრულ გაშრობამდე. პროცედურის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 30 წამისა.

სადეზინფექციო ხსნარი უნდა გავანაწილოთ ხელის მტევნის ზურგის მხარეზეც, თითებს შორის და ფრჩხილებს ქვეშ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ანტისეპტიკური ხსნარები ნაკლებად ეფექტურები შეიძლება აღმოჩნდეს თუ ხელები ზედმეტად დაბინძურებული ან ცხიმიანია. ამასთან, მეცნიერები ხელების ჩვეულებრივ დაბანას წყლითა და საპნით საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ კორონავირუსისა და ზოგადად მიკრობების გავრცელების საწინააღმდეგოდ.

წყარო: https://mkurnali.ge/

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები