კანის ზედაპირის მდგომარეობა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს მრავალი შინაგანი დაავადების გამო.

კანზე ნებისმიერი ფერის და ნებისმიერი ზომის ლაქების გამოჩენა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მოვლენებმა, ასევე ისეთმა საკმაოდ სერიოზულმა დარღვევებმა, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

წარმონაქმნი იწყებს ქავილს, აქერცვლას, იზრდება ზომაში და მრავლდება?  კანის ასეთი პრობლემები შეიძლება მიგვანიშნებდეს პათოლოგიის არსებობაზე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თუ ასეთი გამოვლინებები გახშირდა, უნდა მიმართოთ დერმატოლოგს მიზეზის აღმოჩენის და შესაბამისი მკურნალობის დანიშნვისთვის.

1) ალუბლის ანგიომა.

ეს არის ხალისმაგვარი წამონაზარდი, რომელიც შედგება წვრილი სისხლის კაპილარებისგან, ან ძარღვებისგან. ეს ანგიომის ყველაზე გავრცელებული ტიპია.

ანგიომა- კეთილთვისებიანი სიმსივნეა, წარმოქმნილი კაპილარების გადამეტებული ზრდით.

ალუბლის ანგიომის გაჩენის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და ჩვეულებრივ ასეთი ხალები ადამიანს 40 წლის ასაკიდან უჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ობობისნაირი ანგიომა (ტელეანგიეკტაზიები) იშვიათობაა, ის შეიძლება ნიშანი იყოს პათოლოგიის განვითარებისა. მაგალითად, ღვიძლის დაავადების, კანის კიბოს და სხვა. მიმართეთ ექიმს.

თუ ისინი მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს გიქმნით, არსებობს მისი მოშორების რამდენიმე გზა: ელექტროქაუტერიზაცია, კრიოქირურგია, ლაზერული ქირურგია.

2) ფსორიაზი

ფსორიაზი (ბერძნ. პსორიასის — ქავილი, მუნი) — ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება.

ფსორიაზი აზიანებს კანს, ფრჩხილებს და სახსრებს. ჩვეულებრივ, ეს დაავადება ვლინდება ვარდისფერი ან წითელი ფერის ქერცლის სახით.

რაღაც მიზეზების გამო იმუნური სისტემა არასწორ სიგნალებს უგზავნის კანის ზედა ფენების უჯრედებს და ისინი გაძლიერებულად იწყებენ დაყოფას, წარმოქმნიან რა ქერცლს. ამავდროულად უჯრედები იყოფიან ხშირად, მაგრამ ცოცხლობენ ცოტახანს – რის გამოცა ჩნდება სწორედ ასეთი ქერცლები.

3) ფოლიკულური კერატოზი.

ფოლიკულური კერატოზი წარმოადგენს კანის დაავადებების ჯგუფს, რომელსაც თან ახლავს ჰიპერკერატოზი და თმის ფოლიკულების ბლოკირება. პათოლოგია თანდაყოლილი და შეძენილია. გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

ეს არის კერატინიზაციის დარღვევა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულების გამოსასვლელ ხვრელებს ავსებს რქოვანი საცობები.

ძირითადად პატარა წერტილოვანი ფოლიკულური გამონაყარი წარმოიქმნება მხრებზე, თეძოებზე და დუნდულებზე. გამონაყარი შეიძლება წარმოიქმნას სახის კანზეც, განსაკუთრებით ბავშვებში.

გამონაყარი უფრო მეტად გამოისახება წლის ცივ პერიოდში და ზოგჯერ მცირდება ზაფხულზე. აშლილობა წარმოადგენს უმთავრესად კოსმეტიკურ ხარვეზს. მას შეიძლება თან სდევდეს ქავილიც.

4) პაპილომები.

პაპილომები კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია.

პაპილომავირუსი აინფიცირებს კანის ზედა ფენის უჯრედებს- ეპიდერმისს. ამის გამო სხეულის ნებისმიერ ნაწილზე წარმოიქმნება წამონაზარდები. წანაზარდები არსებობს ყაყაჩოს თესლის და ალუბლის ზომისაც კი.

პაპილომას ფერი ვარირებს ხორცისფერსა და ყავისფერს შორის. პაპილომავირუსი შეიძლება გაჩნდეს ამ ვირუსით დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტისას.

რაც უფრო დიდხანს „ინახავთ“ თქვენს პაპილომებს, მით მეტი და მეტი გამოვა კანზე. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი როგორც წესი რამდენიმე თვე გრძელდება.

5) ფოლიკულიტი.

(ლათ. Folliculus ტყავის პარკი, ბერძნ.) – თმის ბუდის ანთება.

ფოლიკულიტი- არის თმის ფოლიკულების ანთებით პროცესისას მიმდინარე კანის დარღვევა. თმის ფოლიკულები – პატარა ზომის ჯიბეებია, საიდანაც იზრდება თმა.

როგორც წესი ეს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის მიზეზია. თავიდან თმის ბუდის გარშემო პატარა წითელი და თეთრი მუწუკები ჩნდება.

ინფექცია შეიძლება გავრცელდეს და მუწუკებიდან მყარი და მოუშუშებელი წყლულები ჩამოყალიბდეს.

6) ეგზემა.

ეგზემის ტიპური გამოვლინება არის კანზე წითელი ლაქები და გამონაყარი, რაც იწვევს წვას და ქავილს.

ქავილის შედეგს კი წარმოადგენს კანზე შესქელებული უბნების წარმოქმნა, რომლებიც ადვილად სკდებიან. მწვავე ეგზემა ხასიათდება ქავილით, სიწითლით და კანის შეშუპებით შესაძლო წყლიანი ბუშტუკების ფორმირებებით.

ეგზემის დროს შეინიშნება ინფექციებისგან ორგანიზმის დამცავი ფუნქციის გაუარესება, რაც მარტივად იწვევს ინფექციურ ანთებით პროცესს.

7) მეჭეჭები.

მეჭეჭი ვირუსული წარმოშობისაა და შეხებით ვრცელდება. მათ საფუძველში განსაკუთრებული ვირუსია- ადამიანის პაპილომავირუსი. ის კარგად გრძნობს თავს ჭარბი ტენიანობის პირობებში.

ისეთ სიტუაციაში, როდესაც ხელები მუდმივად სველია, გაცილებით იოლია დაინფიცირება. უფრო ხშირად გვხვდება ვულგარული მეჭეჭები.

მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ეს არის ორსპირალიანი დნმ-ს მქონე რთული აღნაგობის ვირუსი, რომელიც უმთავრესად კანსა და ლორწოვანს აზიანებს. მეჭეჭი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ადვილად კიდურებზე ჩნდება მცირე ჭრილობებისა და ნაკაწრების არსებობისას.

8) დერმატოფიბრომა.

დერმატოფიბრომა – ეს არის კანქვეშა კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.

დერმატოფიბრომა წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის სხვადსხვა ზომების და ფორმების გლუვ მრგვალ წარმონაქმნებს კანზე.

აღნიშნული დაავადება შესაძლოა მთელ კანზე გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად დერმატოფიბრომა წარმოიქმნება ზურგის, მხრების, ტერფების და წვივების ზედაპირზე.

თუ ორი თითით მოვუჭერთ დერმატოფიბრომას გვერდებზე, მაშინ მის ცენტრში მცირე ზომის ჩაღრმავება გაჩნდება. მისი ადგილიდან დაძვრის მცდელობისას კი ის კანთან ერთად მოძრაობს.

9) პიგმენტური ლაქები.

მელანინის გადადება კანის ღრმა ფენებში – სწორედ ესაა ჰიპერპიგმენტაცია. გარეგანი გამოვლინება: ლაქები კანზე, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ზედაპირზე ამოწეულებიც კი.

შეფერილობა საკმაოდ გაჯერებულია- საშუალო ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე.

ასეთი პიგმენტაცია საკმაოდ შესამჩნევი შეიძლება იყოს და წარმოადგენს ჰორმონალურ დარღვევას, გამოწვეულს მენსტრუალური ციკლის, ორსულობის, მშობიარობის შემდგომ ან რამე დაავადების შედეგად არსებულ ჰორმონალური ცვლილებების პერიოდით.

10) სებორეული კერატოზი.

– სებორეული კერატოზი (სებორეული მეჭეჭი) კანის საკმაოდ ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ჩვეულებრივ ვითარდება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში ეპიდერმისისგან. მისი პათოგენეზი არ არის ცნობილი, მაგრამ ითვლება, რომ ეს დაზიანება ვითარდება ეპიდერმისის ბაზალური შრის უჯრედებიდან ან თმების ფოლიკულების კერატი-ნოციტებისგან.

სებორეული კერატომები იზრდებიან ნელა და სხვადასხვა ზომის.

ახლად გაჩენილი ელემენტები წარმოადგენენ ბრტყელ, წვრილ ლაქებს ან პაპულებს, რომლებიც კანზე მიწებებულის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათ აქვთ მკვეთრი საზღვრები, ვარდისფერი ან ყვითელი შეფერილობა, აქვთ მეჭეჭისებური (თითქოს დაგოფრილია) ზედაპირი და იფარებიან ადვილად მოცილებადი ცხიმოვანი ქერქით, დროთა განმავლობაში ეს ქერქი უფრო მკვრივი ხდება და იკეთებს ნახეთქებს. ქერქის სისქე ზოგჯერ 1-2 სმ-ს აღწევს. კლასიკური სებორეის ელემენტები დროთა განმავლობაში იღებენ სოკოს მასგავს ფორმას და მუქ-ყავისფერ ან შავ შეფერილობას.

სებორეული კერატოზი ვითარდება ნელა (რამდენიმე ათეული წელი) და არასდროს არ გარდაიქმნება ავთვისებიან წარმონაქმნში.

მკურნალობა შეიძლება არც კი ჩატარდეს. კოსმეტიკური თვალსაზრისით შეიძლება მისი მოშორება დიათერმოკოაგულაციით, ლაზერით, კრიოდესტუქციით.

11) რინგვორმი.

რინგვორმი ინფექციური დაავადებაა კანის, თმისა და ფრჩხილების დაზიანებით. ეს არ არის ისეთი უწყინარი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რადგან მას შეუძლია მუდმივად დატოვოს ლაქები ან მელოტი ლაქები კანზე და სკალპზე. ღინგვორმი ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება 4-13 წლის ასაკში და მისი სრული განკურნება შესაძლებელია, თუ დროულად მიმართავთ მკურნალობას.

რინგორმი ჩვეულებრივი სახელია, რომელიც აერთიანებს დაავადების ორ ფორმას: ტრიქოფიტოზი და მიკროსპორია. ინფექციის წყარო არის ან ავადმყოფი ან ინფიცირებული ცხოველი (კატები, ძაღლები, ზაზუნები).

არსებობს რამდენიმე პათოგენი: ტრიქოფიტონის სოკოები, პარაზიტიტი ადამიანის სხეულზე და მიკროსპორიუმი, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც ადამიანზე, ასევე ცხოველებზე. დაავადება ძალზე გადამდებია: ის ადვილად გადადის როგორც პაციენტთან უშუალოდ კონტაქტით, ასევე ობიექტების საშუალებით, რომლებზეც რჩება კანის ფანტელები, თმა და მატყლი.

თავის თმიანი ნაწილის დაზიანებისას დაავადება იწვევს თმების კეროვან, ბუდობრივ ცვენას.

12) ბრტყელუჯრედული კარცინომა.

კარცინომა (ძვ. ბერძნ. καρκίνος — „კიბო“, -ωμα; ὄγκωμα-დან — „სიმსივნე“), კიბო — ავთვისებიანი სიმსივნის სახეობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ორგანოების ეპითელური ქსოვილის უჯრედებიდან (კანიდან, ლორწოვანი გარსიდან და სხვა შინაგანი ორგანოებიდან)

ეს კანის სიმსივნის მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. წარმოიქმნება მოუშუშებელი, ქერცლოვანი ჭრილობა ან კვანძი, რომელიც თანდათან იზრდება.

კანის სიმსივნის ეს ფორმა შეიძლება გავრცელდეს სხვა შინაგან ორგანოებზე, ამიტომ აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა.

კარცინომა ყველაზე ხშირად ჩნდება სხეულის მზისგან დაუცველ უბნებზე: თავის კანზე, კისერზე და წელს ზემოთ.

13) მელანომა.

სიმსივნეა ავთვისებიანი მახასიათებლებით, რომელიც აზიანებს ადამიანის კანის ქსოვილებს, წარმოადგენს კანის კიბოს ერთ-ერთ სახეობას.

მელანომა (ლათ. მელანომა, მელანომა მალიგნუმ) — დაავადება, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა[1]. ყველაზე ხშირად მელანობა ვითარდება კანის საფარზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება ლორწოვანი გარსის დაავადებაც.

მელანომა წარმოიქმნება კანში არსებული მელანოციტებით, რომელიც შეიცავს პიგმენტს ( მაგალითად კანზე, ლორწოვან გარსზე, თვალებზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე).

prevention.com

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ