თუ ახალბედა მშობელი ხართ და თქვენი ბავშვი რამდენიმე თვისაა, შეამჩნევდით, რომ პატარას მუშტები შეკრული აქვს. ის ჯერ კიდევ კომფორტულად გრძნობს იმ პოზაში თავს, რომელშიც ის საშვილოსნოში იყო: ხელები და ფეხები სხეულთან ახლოს და შეკრული მუჭი. ახლა თქვენი ბავშვი ვერ აკონტროლებს სხეულის მოძრაობას. თუკი მის ხელისგულს შეეხებით, ის დაუყოვნებლივ ჩაებღაუჭება თქვენს თითს, როგორც ავტომატური პასუხი. ხშირად ჩვილები მუჭს კრავენ როცა შიათ, დანაყრების შემთვევაში კი ნელ-ნელა ხსნიან თითებს. გახსოვდეთ, ნერვული სისტემის განვითარებასთან ერთად მათი ხელები მოდუნდება და მუშტებსაც გაშლიან.

როდესაც თქვენი პატარა 2 თვის გახდება, ის ჯერ კიდევ მუჭშეკრული იქნება, ​​თუმცა ნელ-ნელა დაიწყებს ხელების მოძრაობას, მაგალითად: შეიძლება დაიწყოს პირთან ხელების მიტანა.

როდესაც ის 3 თვის იქნება, ის ნელ-ნელა დაიწყებს ხელების მოდუნებას და მუჭსაც გაშლის. თუ მის წინ რამეს ჩამოკიდებთ, ის შეეცდება მიწვდეს მას. შეგიძლიათ მის წინ პატარა მიმზიდველი სათამაშოები ჩამოკიდოთ და ხელი შეუწყოთ მის ამ მცდელობას. როდესაც ის შეძლებს ხელისგულების გახსნას, მიეცით მას დასაჭერი ნივთები. გახსოვდეთ, რომ თითოეული მისი მიღწევა უნდა აღნიშნოთ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული რეფლექსი ბავშვს დიდ ხანს გაუგრძელდა, მიმართეთ პედიატრს შესამოწმებლად, შესაძლოა, ეს ნევროლოგიური პრობლემებით იყოს გამოწვეული.

(შენიშვნა) გახსოვდეთ, ყველა ბავშვი უნიკალურია და ვითარდება ინდივიდუალურად. თუმცა თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვი აგვიანებს ამა თუ იმ უნარის გამოვლენას, მიმართეთ თქვენს მკურნალ პედიატრს.

წყარო: https://blog.kinedu.com/

                                                                                         მოამზადა: სოფია მალანიამ