რატომ ახასიათებს ორსულობას წელის ტკივილი და შეიძლეა თუ არა ამის თავიდან აცილება?

ალბათ ქალის ცხოვრების  ყველაზე იდუმალი პერიოდია – ორსულობა.დედის ორგანიზმში ცხრა თვის განმავლობაში ახალი სიცოცხლე იზრდება!მაგრამ, პატარასთან შეხვედრის სასიხარულო მოლოდინის მიუხედავად , ძალიან ხშირად ფეხმძიმე ქალი განიცდის უამრავ უსიამოვნო შეგრძნებებს.ამ პერიოდში აღინიშნება შინაგანი ორგანოების და სისტემების მობილიზაცია,  ფიზიოლოგიური ცვლილებები,რომლებიც შეიძლება არ მოქმედებდეს მომავალი დედის საერთო მდგომარეობაზე, მაგრამ ხოლმე იწვევს დისკომფორტს და ტკივილს.

ორსულობის მიმდინარეობა ყველასთვის ინდივიდუალურია.მაგრამ ორსული ქალისთვის ყველაზე გავრცელებული ჩივილია – წელის ტკივილი.

ტკივილის მიზეზები

ორსულობისას წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები ინდივიდუალურია. აღსანიშნავია , რომ ეს არის მიზეზების კომპლექსი.ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არ შეიძლება იყოს ერთნაირი.

გამოვყოთ ძირითადი მიზეზები:

  • სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოს ზომაში მატებით და მუცლის გაზრდით, ხერხემალზე ზეწოლის მატებით.
  • ორსული ქალის წონაში მატება, რაც ასევე იწვევს ხერხემალზე და სახსრებზე ზეწოლის მომატებას.
  • შინაგან ორგანოებზე და სტრუქტურებზე ზეწოლა, რაც გამოწვეულია   საშვილოს გაზრდით.
  • საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებები,რომლებიც აღინიშნება ორსულობამდე ( სქოლიოზი,მალთაშუა თიაქარი და ა.შ.).

რით არის საშიში წელის ტკივილი?

წელის ტკივილის იგნორირება არ შეიძლება.რეკომენდირებულია ტკივილის სიხშირის,ინტენსიურობის და მახასიათებლების შეტყობინება სპეციალისტისთვის, რომელიც აკონტოლებს ორსულობის მიმდინარეობას.

თუ ტკივილი განპირობებულია ხერხემლის პათოლოგიებით და სხვადასხვა დაავადებებით,მაშინ ამ პრობლემების პროგრესირებამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები მშობიარობის დროს და ასევე  ნაყოფის განვითარების ანომალიებიც.

ზურგის და წელის ძლიერი ტკივილები,რომლებიც მენსტრუალურ ტკივილებს ჰგავს,შეიძლება იყოს საშვილოსნოს ჰიპერტონუსის მაჩვენებელი.ეს საგანგაშო ნიშანია,რომელიც შეიძლება იყოს მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის მაჩვენებელი.

ასევე წელის მუდმივი ტკივილი აუარესებს ქალის საერთო მდგომარეობას, შეიძლება იყოს უძილობის მიზეზი,რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობაზე.

როგორ აღმოფხვრათ ან შევამციროთ წელის ტკივილი ორსულობის დროს?

იმის თქმა , რომ წელის ტკივილი ორსულობის დროს – ნორმაა,პრინციპულად არ იქნება ნორმალური.ასეთი ტკივილი ყოველთვის პრობლემის მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამომწვევი მიზეზების ზუსტი დადგენა.გამომწვევი მიზეზის დადგენა უზრუნველყოფს სწორი ზემოწმედებით მის შემცირებას ან აღმოფხვრას.

შემთხვევითი არ არის , რომ ორსულ ქალებს ურჩევენ სპეციალურ ტანვარჯიშს და პრაქტიკას, რომელიც უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ ზემოქმედებას.ეს ტანვარჯიში სასარგებლოა და მისი შესრულება შეიძლება ორსულობის პირველივე სტადიის დროსაც კი ,მეთვალყურე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

რადგან ორსულობის დროს მკურნალობის მედიკამენტოზური მკურნალობა მიყვანილია  მინიმუმამდე, ამიტომ მკურნალობის საუკეთესო მეთოდია ოსტეოპათია.კარგ ოსტეოპათს,ყველაზე უკეთ ესმის ორგანიზმში არსებული ყველა ორგანოს და სისტემის ურთიერთქმედება.მკურნალობის დროს მისი მოქმედება მიმართულია ზომაში გაზრდილი საშვილოსნოს ზეწოლის შემცირების უზრუნველყოფაზე ხერხემალზე და სხვა სისტემებზე.

შეზღუდული მოძრაობების,მიჭყლეტის და სპაზმების უბნების დადგენისას, ოსტეოპათი უზრუნველყოფს პრობლემის აღმოფხვრას.ნორმალიზდება კუნთების ტონუსი,მყესები დუნდება,აღდგება სახსრების და შინაგანი ორგანოების  ჰარმონიული მდებარეობა, თანაბრად გადანაწილდება ხერხემლის დატვირთვაც.

ასეთი ოსტეოპათიური კორექცია უზრუნველყოფს იმას, რომ წელის ტკივილები პრაქტიკულად აღარ აწუხებს მომავალ დედას და ორსულობა მის მეხსიერებაში რჩება , როგორც პატარას მოლოდინის ბედნიერი პერიოდი!

წყარო : osteo.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები