რას ნიშნავს ორგანული კარაქი და რით განსხვავდება ის ტრადიციულისგან?

კვება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა მშობელი ცდილობს თავის პატარას მაქსიმალურად სასარგებლო და ჯანსაღი კვების რაციონი შეუდგინოს. ამ დროს მნიშვნელოვანია როგორც მრავალფეროვანი საკვები პროდუქტის შეთავაზება, ასევე ამ პროდუქტის ხარისხი. სწორედ ეს ორი კრიტერიუმი განსაზღვრავს ბავშვთა კარგ კვებას. ხარისხის კუთხით ყველაზე კარგი ორგანული საკვებია. პატარების იმუნური სისტემა, რომელიც ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული სუსტია და ვერ უძლებს ქიმიურ ნივთიერებებს, რომელსაც არაორგანული საკვები შეიძლება შეიცავდეს. სწორედ ამიტომ საუკეთესო, რაც თქვენი პატარასთვის შეგიძლიათ გააკეთოთ მათთვის ორგანული საკვების მიცემაა.

რას ნიშნავს ორგანული?

ტერმინი ორგანული საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული ცნებაა და ის სოფლის მეურნეობასა და საკვების წარმოების პროცესში გარკვეულ სტანდარტებს მოიცავს. ტერმინები „ორგანული“, „ბიო“ და „ეკო“ სინონიმებია და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ნიშნავს. ორგანული პროდუქტის მიღება გულისხმობს პროცესს, რომელშიც არ არის ჩართული შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, ნიტრატები, პესტიციდები, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტები, ზრდის ჰორმონები, ხოლო პროდუქტის ტრანპორტირება და რეალიზაცია ხორციელდება – განსაკუთრებული სიფრთხილით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შეფუთვით.
ორგანული საკვების მიღება უმნიშვნელოვანესია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისათვის. ორგანულ საკვებს გაცილებით მეტი სასარგებლო ნუტრიენტი აქვს ვიდრე არაორგანულს, გაცილებით მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, განაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც რაიმე სახის ალერგია აქვს ქიმიური დანამატებზე, სტაბილიზატორებსა თუ კონსერვანტებზე. მეორე მხრივ, ორგანული წარმოება გაცილებით ნაკლებ ზიანსაყენებს გარემოს, გამომდინარე იქედან, რომ არ ხდება არანაირი ქიმიური დანამატის წარმოება და ზედმეტი ჩარევა ბუნებრივ პროცესებში.
ბაზარზე ხშირად შეხვდებით პროდუქციას, რომელზეც მითითებულია ნატურალური, თუმცა ნატურალურობა არ ნიშნავს ორგანულობას. მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ რომ ძროხის რძისგან დამზადებულ კარაქს მიირთმევთ და ის ორგანულია, ცდებით. ის შეიძლება იყოს ნატურალური, მაგრამ არა – ორგანული. სწორედ კარაქის მაგალითზე განვიხილოთ თუ რას ნიშნავს ორგანული და რით განსხვავდება ის სხვა პროდუქტისგან.

პირუტყვის კვება

პირუტყვი, რომლისგანაც მიღებული რძით მზადდება ორგანული კარაქი, იკვებება მხოლოდ არაგენმოდიფიცირებული, ჰორმონებისგან თავისუფალი საკვებით. ეს ყველაფერი მკაცრად კონტროლდება იმისთვის, რომ პროდუქტმა მიიღოს ორგანულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნიშანი. არაორგანული რძის ნაწარმის მიღებისას კი არ ვართ დაზღვეულნი იმისგან, რომ პირუტყვს ზრდის დამაჩქარებელი ჰორმონები თუ გენმოდიფიცირებული საკვები არ აქვს მიღებული.

პირუტყვის მკურნალობა

ორგანული კარაქის მწარმოებელ ფერმებში პირუტყვისათვის დამახასიათებელი დაავადებების მკურნალობა ხდება ტრადიციული/ბუნებრივი მეთოდებით, არ ხორციელდება ზედმეტი მედიკამენტოზური ჩარევა. უმთავრესი კი სანიტარული ნორმების დაცვა, რითაც ხდება სხვადასხვა დაავადების წარმოქმნისა თუ გართულების ეფექტური პრევენცია და ჯანსაღი კვებაა, რაც აუცილებელი პირობაა ხარისხიანი ორგანული რძის მისაღებად. არაორგანულ/სტანდარტულ წარმოებებში ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებას ანტიბიოტიკების საშუალებით ებრძვიან, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს რძის ხარისხზე.

ავიაბილეთები avia.ge

პირუტყვის მოვლა

ორგანულ წარმოებებში ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად მთავარი პირობაა, რომ პირუტყვმა დიდი დრო გაატაროს ღია ცის ქვეშ, რაც ბუნებრივად აუმჯობესებს როგორც რძის ხარისხს, ასევე მის ცხიმიანობას თუ გემოს. სხვა შემთხვევაში უპირატესობას დახურულ ფერმებს ანიჭებენ, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით იაფია საქონლის შენახვა.

ორგანული კარაქი

ქართულ ბაზარზე, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ორგანული კარაქის შეძენა ახლახანს გახდა შესაძლებელი. დანიური ბრენდის „ლურპაკის“ კარაქი უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. ამ ბრენდის ორგანული კარაქი სპეციალურად შექმნილ მცირე ორგანულ ფერმებში იწარმოება,სადაც არანაირი ქიმიური დანამატი არ ხვდება პირუტყვის საკვებში, ნიადაგი, რომელიც გამოიყენება საკვების მოსაყვანად არ მუშავდება სასუქით, მხოლოდ ბუნებრივად მიღებული გასანოყიერებელი საშუალებები შეიძლება დაემატოს. ორგანული ფერმების მდებარეობა განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე არ იყოს ინდუსტრიული ზონა და ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს საუკეთესო.

წყარო : mshoblebi.ge


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *