რამდენიმე უტყუარი მეთოდი, დავამშვიდოთ კოლიკით ატირებული ბავშვი!

ჩვილის ასაკში ბავშვის ისტერიკული ტირილი ხშირად კოლიკით (მუცლის შებერილობით) არის გამოწვეული.

ეს არც საგანგაშო პრობლემაა და არც უჩვეულო, რადგან ამ ასაკში პატარას უჭირს ნაწლავებიდან გაზების გამოდევნა, უგროვდება და ტკივილს განიცდის.

გთავაზობთ რამდნიმე ნაცად, უვნებელ და უტყუარ ხერხს, რათა მალევე დაამშვიდოთ კოლიკით შეწუხებული და ატირებული პატარა.

  1. გამოიყენეთ მტვერსასრუტი.

უცნაურად ჟღერს? მაგრამ სცადეთ.. რატომღაც ბავშვს ამშვიდებს მტვერსასრუტის თეთრი ხმაური. უფრო მოსახერხებელი რომ გახდეს და მართლაც თუ გაჭრა და დაამშვიდა ატირებული ბავშვი, ჩაიწერეთ მისი ხმა მობილურში და როგორც კი ატირდება, მაშინვე ჩაურთეთ.

2. მოერიდეთ მხედველობით კონტაქტს.

ესეც უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ბავშვი კიდევ უფრო ღიზიანდება, როცა მას ატირებულს უყურებთ. არადა, ეს ბუნებრივი მომენტია, უყურებ, აკვირდები პატარას ყველა წამოტირებისას. სცადეთ და მოარიდეთ თველები. ეს ხრიკიც ჭრის ხოლმე.

3.  შეუცვალეთ მდგომარეობა ჭამის დროს

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჭამის დროს პატარას საჭმელთან ერთად ბევრი ჰაერი ჩასდის და მის მთლიან გამოდევნას ვერ ახერხებს. ამიტომაც სცადეთ, აჭამეთ მას ვერტკიალურ მდგომარეობაში და აუცილებლად ამოაბოყინებინეთ ჭამის დასრულების შემდეგ.

4. შეუცვალეთ მდგომარეობა

როცა ბავშვი ტკივილისგან ისტერიკულად ტირის, მაშინვე მოათავსეთ ის მუცლით, პირდაღმა თქვენს გაშლილ ხელისგულზე და ატარეთ ასე დაწვენილი მანამ, სანამ არ დამშიდდება.

5. გაახვიეთ

ჩვილის გახვევა ჩვენი წინაპრების მეთოდი იყო და არც თუ უსაფუძვლო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დღეების ბავშვსაც აღარ ახვევენ სახვევში, მაინც ისწავლეთ და ხელთ გქონდეთ ეს ტრადიციული მეთოდი. მუცლის ტკივილისას გახვევა პატარას ათბუნებს და მუცლის ტკივილის უამებს.

6. ჩაახედეთ სარკეში

პატარები გიჟდებიან საკუთარი ანარეკლის დანახვაზე. რაც არ უნდა ატირებული იყოს ის, სცადეთ, ჩაახედეთ სარკეში. ის ყურადღებას საკუთარ და თქვენ გამოსახულებაზე გადაიტანს, თავს კომფორტულად იგრძნობს და დამშვიდდება.

7. შეცვალეთ საკვები

თუკი ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავთ და მას ხშირად აწუხებს კოლიკი, შეცვალეთ დაუყოვნებლივ შეცვალეთ თქვენი რაციონი. მიუძღვენით ერთი კვირა ექსპერიმენტს: სცადეთ სხვადასხვა სახეობის რძე, ყველი და რძის ნაწარმი და დააკვირდით, რომელ პროდუქტზე უფრო მშვიდად არის ბავშვი. კოფეინი, ცხარე და შემწვარი კერძები ბუნებრივ მეძუძური დედისთვის რეკომენდაბული არ არის.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები