მეგობრებთან ერთად თამაში ბავშვს სოციალური წესების სწავლაში ეხმარება,  ეჩვევა გაზიარებას და რიგის დაცვას.  ასევე, უვითარდება მედეგობა, თავდაჯერებულობა და პრობლემის გადაჭრის უნარი.  რა თქმა უნდა, თამაში სახალისოა.  ზოგიერთი ბავშვისთვის ახალი მეგობრების შეძენა ისეთივე რთულია, როგორც ახალი ენის სწავლა.

შეიძლება თქვენი შვილი იყოს ბუნებით მორცხვი ან ფრთხილი იყოს და ეს სულაც არ არის ცუდი. ნაცვლად იმისა, რომ შეცვალოთ მისი პიროვნება, დაეხმარეთ მას, უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი  ახალი მეგობრების შეძენის დროს. ეცადეთ,  ეს მოახერხოთ პატარა და ფრთხილი ნაბიჯებით, რომ არ იყოთ შეაწუხოთ ზეწოლით.

მოაწყვეთ შეხვედრები

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თქვენ მიერ მოწყობილი სათამაშო შეხვედრები მორცხვი ბავშვისთვის სოციალური ურთიერთობების დამყარების კარგი საფუძველია. გაითვალისწინეთ შემდეგი:

მოიწვიეთ მხოლოდ ერთი ან ორი ბავშვი, სასურველია თქვენი შვილის თანატოლი ნაცნობებიდან.

შეხვედრა უნდა იყოს ხანმოკლე (მაქსიმუმ 1-2 საათი), რომ ბავშვები არ გადაიტვირთონ.

ბავშვების შეხვედრა დაგეგმეთ წინასწარ.

სასურველია, რომ მოამზადოთ ისეთი თამაშები და აქტივობები, რომლებიც თქვენს შვილს მოსწონს. ეს მას კომფორტულად აგრძნობინებს თავს. კარგი დასაწყისისთვის, ეცადეთ ბევრი სათამაშო დაახვედროთ, რომ არ მოუწიოთ გაყოფაზე დავამ.

ითამაშეთ მათთან ერთად. ნუ დატოვებთ მათ მარტო. თქვენი ჩართულობა მათ კომფორტულად აგრძნობინებს თავს, განსაკუთრებით თუ ეს ბავშვების პირველი შეხვედრაა. იმოქმედეთ კონფლიქტის დროს, ან როცა წყვეტენ ერთმანეთთან თამაშს ან სჭირდებათ აქტივობის შეცვლა. ეცადეთ, არ იყოთ დომინანტი და აცალოთ თქვენს შვილს მეგობართან ურთიერთობა.

დაგეგმეთ შეხვედრები ყოველკვირეულად. თუ ბავშვს მოსწონს მეგობართან თამაში, მის სახლში თქვენ გარეშე სტუმრობაზეც იფიქრეთ.

ითამაშეთ მასთან ერთად. ასე მისი თამაშის სტილსაც გაიგებთ.

იფიქრეთ შინაური ცხოველის ყოლაზე

ზოგიერთი ბავშვი არ არის მზად ბავშვებთან სათამაშოდ. თუ ის თქვენს ზურგს ამოფარებული უარს ამბობს სხვებთან ურთიერთობაზე, სცადეთ ოთხფეხა მეგობარი შეურჩიოთ. შინაურ ცხოველთან თამაში სოციალური ურთიერთობაა და ასევე, სხვა ბავშვებთან გასაუბრების საშუალებაც. თუმცა, გაითვალისწინეთ რამდენად შეძლებს თქვენი პატარა მის მოვლაში დახმარებას.

ავარჯიშეთ ურთიერთობებში

თუ თქვენი შვილი რეგულარულად დაგყავთ მაღაზიაში, სთხოვეთ დაგეხმაროთ გადახდის დროს, სანამ არ იგრძნობს თავს ისე კომფორტულად, რომ თავად შეარჩიოს რაიმე და გადაიხადოს მისთვის.

სახლში თითების თეატრით როლური თამაშებით ავარჯიშეთ მეგობრებთან თამაშში. მაგალითად, „ბატონო დათვო, რას აშენებთ ქვიშაში? შემიძლია დაგეხმაროთ?“

გქონდეთ რეალისტური მოლოდინები

3 წლამდე ასაკში ბავშვები თამაშობენ ცალ-ცალკე, პარალელურად და 3 წლის შემდეგ სწავლობენ ერთად თამაშს. არ დააძალოთ მას ვინმესთან ერთად თამაში, რადგან შეიძლება ზეწოლამ კიდევ უფრო შეურყიოს საკუთარი თავის რწმენა.

ითხოვეთ დახმარება, თუ ფიქრობთ, რომ რეალური პრობლემაა

ადრეულ ბავშვობაში სიმორცხვე ან მეგობრების შეძენის სიძნელეები, როგორც წესი, ნორმალურია. მაგრამ არსებობს „წითელი დროშები“, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ 3 წლის ასაკში ბავშვი იშვიათად ამყარებს თვალებით კონტაქტს, გულჩათხრობილია, არ სურს სხვა ბავშვებთან თამაში ან ეშინია ბაღში ან სათამაშო მოედანზე ყოფნა, საქმის კურსში ჩააყენეთ ბავშვის პედიატრი.

წყარო:babycenter.com

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ