რამდენიმე მარტივი წესი იმისათვის, რომ ბავშვმა უარი არ თქვას საჭმელზე!

დედებს დააინტერესებთ, კვება, ჯანმრთელობა

ბავშვების კვების რაციონი შესაძლოა ერთ დიდ, არაპროგნოზირებად თემად იქცეს, რაც ბევრი მშობლისთვის ძალიან სტრესულია და ამავე დროს ძალიან ხშირი. ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვის ასეთი ქცევა ძალიან უცნაურია, სინამდვილეში კი არცთუ ისე ცუდადაა საქმე.

ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი ქცევები, რაც ბავშვმა შეიძლება საჭმელთან მიმართებაში გამოავლინოს:

  • საჭმელზე უარის თქმა მისი ტექსტურისა, ან ფერის გამო.
  • საჭმლის რამდენიმე სახეობის ამორჩევა და მხოლოდ მისი ჭამა.
  • უარი ახალი საკვების გასინჯვაზე.
  • საყვარელი საკვების მიმართ ინტერესის დაკარგვა.

 

მშობელმა ბავშვს ჭამა არ უნდა დააძალოს, თუმცა კარგი იქნება თუ აჩვენებს ჯანსაღი კვების მაგალითს.

მიეცით სწორი რაოდენობის საკვები. შესთავაზეთ იმდენი საჭმელი, რაც მის ასაკს შეესაბამება. მაგალითად, 2 წლის ასაკში მიეცით ორი კოვზი, 4 წლის ასაკში – 4 და ა.შ. პატარა პორციები ბავშვს აძლევს შანსს, რომ მეტი მოითხოვოს.

იყავით მომთმენი. ახალი საკვების გასინჯვამდე შესაძლოა 10-15ჯერ მოგიწიოთ შეთავაზება.

დაიხმარეთ ბავშვი. წაიყვანეთ სუპერმარკეტში და უფლება მიეცით შეარჩიოს სასურველი საკვები, დაიხმარეთ სუფრის გაწყობისას. ასეთ შემთხვევაში, ჭამის სურვილის გამოვლენის ალბათობა მეტია.

გახადეთ კვება სახალისო. გააკეთეთ ბოსტნეულისა, ან ხილისგან სხვადასხვა ფორმები, ან ფიგურები. მიეცით ბავშვს საშუალება თავის საყვარელ საჭმელს დაარქვას სახელი.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

გააკეთებინეთ არჩევანი. ჰკითხეთ მაგალითად, სადილად ბროკოლი ურჩევნია, თუ ყვავილოვანი კომბოსტო.

ახალი და ძველი საჭმელი გააერთიანეთ. შესთავაზეთ რაიმე ახლის გასინჯვა, ისე რომ მისი საყვარელი საკვებიც თეფშზე იდოს, ასე ახლის გასინჯვა უფრო გაუმარტივდება.

ჩამოაყალიბეთ რუტინა. ბავშვებს უყვართ წესრიგი, ამიტომ შეადგინეთ ცხრილი, რაც გაუმარტივებს კვების პროცესის მოლოდინს.

ჭამის დროს არ მისცეთ სათამაშო, ან ელექტრონული მოწყობილობა. შეაჩვიეთ ოჯახთან ერთად ჭამას და გახადეთ კვება სასიამოვნო პროცესი.

არ დააძალოთ თეფშის მოსუფთავება. მას შემდეგ, რაც ბავშვი გეტყვით, რომ მეტს ვეღარ ჭამს, უთხარით, რომ შეუძლია მეტი აღარ ჭამოს. ეს მას ასწავლის საკუთარი ორგანიზმის მოსმენას და დაეხმარება ჯანსაღი ქცევების ჩამოყალიბებაში.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები არ გეხმარებათ და ეჭვები გაქვთ კვებისა და ბავშვის ზრდის კავშირზე, მიმართეთ ექიმს.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *