თქვენი შვილი უარს ამბობს ჯანსაღ საკვებზე? დიდი ძალისხმევა გჭირდებათ მის დასაყოლიებლად? სინამდვილეში, მათი დარწმუნება ბევრად მარტივია.

გაეცანით ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ “დიალოგის” კვებითი ჩვევების სპეციალისტის, ქეთი მესხიშვილის, სტატიას და გაიგეთ, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს ჯანსაღი საჭმელი.

ერთადერთი და უნიკალური საშუალება იმისთვის, რომ ბავშვს შევაყვაროთ ჯანსაღი კვება არის იგივე ჯანსაღი კვების რეკომენდაციების დანერგვა ოჯახში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მშობელს ჯანსაღი კვება არ უნდა აერიოს დიეტაში და ყველა საჭირო პროდუქტი, მათ შორის ტკბილეულიც, აუცილებლად უნდა დარჩეს რაციონში. მნიშვნელოვანია მშობლებმა გაითავისონ, რომ ბავშვებისთვის დასწავლის ყველაზე ეფექტური საშუალება რეალური მაგალითებია. პატარები ყველაფერს სწავლობენ ყურებით და მათთვის დიდი რაოდენობით ვერბალურად მიწოდებული ინფორმაცია ათვისებული არ ხდება, ან მხოლოდ დროებითი ეფექტის მატარებელია.

მაგალითები, რომლებსაც მშობლები თავად საკუთარი ქცევით აჩვენებენ ბავშვებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამახსოვრდება ადამიანს და ზრდასრულობის ასაკში ავტომატურად ხდება მისი გამეორება. დაასრულეთ კითხვა…