• ხარშვისას ბრინჯს დაამატეთ 1 კოვზი ძმარი – ის ქათქათა და ფანტია გახდება.

• თუ არაჟანს ცოტაოდენ რძეს შეურევთ, წამოდუღებისას სოუსში აღარ აიჭრება.

• მოშუშვისას რომ კომბოსტო არ გაყავისფრდეს, დაჭრილს ჯერ მდუღარე გადაავლეთ, შემდეგ ყინულოვანი ცივი წყალი. კარგად გაწურეთ და მოშუშეთ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

• ხარშვის ბოლოს ყავას მარილის ორიოდე კრისტალი დაამატეთ და განსაკუთრებულ გემოს შეიძენს.

• თეთრი ღვინის შეცვლა კერძში შეგიძლიათ ცოტაოდენ ძმარში გახსნილი 2 ნატეხი შაქრით.

• მაიონეზის შეცვლა სალათებში შეგიძლიათ არაჟნით, რომელშიც წინასწარ გაქნით მოხარშული კვერცხის გულს და 1 ჩაის კოვზ მდოგვს.

• კისელის მომზადებისას კენკრის არომატი და ცოცხალი ფერი რომ შეინარჩუნოთ, ჯერ მისგან წვენი გამოწურეთ, მოხარშეთ გამოწურული ხილი შაქართან და სახამებელთან ერთად, დაბოლოს, ცეცხლიდან გადმოდგით და დაამატეთ წვენი.