რამდენიმე დღეში,პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ორი კვირაა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„კლინიკაში ამჟამად 18 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გვყავს, ბოლო ორი კვირაა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია, ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით, ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება“, – აღნიშნა რატიანმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები