რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება პანდემიის პირობებში – პედიატრი ნანა ცხაკაცია

საქართველო, მსოფლიოსთან ერთად, ებრძვის უხილავ მტერს. ამიტომ, საყურადღებოა სად შეიძლება ბავშვის წაყვანა  დასასვენებლად  კორონავირუსის პანდემიის პირობებში,  არის თუ არა ზღვის წყალი უსაფრთხო?  მთის კურორტები?

რას გვირჩევს?- მ.იაშვილის  ბავშვთა საავადმყოფოს რესპირაციული, პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერი, დოქტორი  და პროფესორი ნანა ცხაკაცია

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯერ-ჯერობით ახალი კორონავირუსის ქცევის შესახებ გამოკვეთილი და დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს. ჯერ-ჯერობით დაკვირვებისა და კვლევის ფაზაშია. თუმცა, არსებობს სხვადასხვა მკვლევართა, მეცნიერთა და ექსპერტთა მონაცემები. ბრიტანელმა და პოლონელმა მეცნიერების ჯგუფმა შეისწავლა გაუფილტრავი წყლის მოხმარების საფრთხეები. აღმოჩნდა, რომ ვირუსი მტკნარ წყლებში შეიძლება 25 დღის განმავლობაში იმყოფებოდეს. მეცნიერების განმარტებით, covid ვირუსის ნაწილები ნანახი იქნა ადამიანის ცხოველმყოფელობის ნარჩენებში, ფეკალურ მასებში და შასაბამისად, შესაძლებელია ვირუსის ჩამდინარე წყლებსა და კანალიზაციაში მოხვედრა. აქედან გამომდინარე, საჭიროა გაუფილტრავ წყალთან ადამიანებისა და ცხოველების კონტაქტების მინიმალიზება. მაგრამ ჯერ უცნობია რამდენად არის შესაძლებელი დაავადების გამოწვევა.

მეცნიერებმა ასევე ჯერ არ იციან, რამხელა რისკი არსებობს ფეკალური მასების ვირუსის გავრცელებისა და ინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა, ვირუსის წინა აფეთქების დროს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი ვარაუდობენ, რომ ასეთი რისკი დაბალია. ვირუსი სტაბილური რჩება მჟავიანობის ფართო დიაპაზონში დაბალი ტემპერატურის პირობებში, აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მას ზღვებისა და ოკეანეების წყალში გადარჩენა შეუძლია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულმა ნაწილაკებმა შეიძლება წყლის დაბინძურება გამოიწვიონ, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ტბებში, მდინარეებსა და ოკეანეებში  წყლის დიდი რაოდენობაში ვირუსის კონცენტრაცია შეიძლება ისე იყოს განზავებული, რომ ძნელი იყოს დაინფიციცირების გამოწვევა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულება რეკრეაციული წყალში ცურვის დროს covid-ით ინფიცირებისა, „ამიტომ, წყლის საშუალებით მისი ტრანსმისიის რისკი დაბალი უნდა იყოს.“ – აღნიშნავს პედიატრი.

მისი თქმით, ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ რომ  საჭიროა  დისტანციის დაცვა ასევე აღნიშნავს რომ 2 წლამდე ბავშვებში პრიბადის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

,,მტკიცებულება covid 19 ვირუსის გავრცელების შესახებ აუზებში, წყლის სათამაშო მოედნებზე და ა.შ. ამასთან, ასეთი წყლების დეზინფექციის ქლორით, ვირუსის ინაქტივაციას იწვევს.

საყურადღებოა, რომ ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ყველგან წყალშიც და მის გარეშეც საჭიროა დისტანციის დაცვა – სულ ცოტა 6 ნაბიჯით მოშორებით იმ ხალხისგან, რომელიც მათთან არ ცხოვრობს და არ უკეთია ნიღაბი, როცა წყალში არ არის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, საზოგადოებაში ყოფნისას 2 წლის ასაკზე მეტი ხნის ბავშვმა ნიღაბი უნდა ატაროს, რომელიც ცხვირა და პირს ფარავს. 2 წლამდე ასაკში  კი ნიღბის ტარება არ არის რეკომენდირებული იმის გამო, რომ არსებობს ნიღბით მოხრჩობის საფრთხე.“- აცხადებს ნანა ცხაკაია.

მასალა მოამზადა : მარიკა ხორავამ 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები