რამდენად კარგია ან ცუდი საშინაო დავალება? – ექსპერტთა რჩევები პედაგოგებსა და მშობლებს

ბევრი პედაგოგი და მშობელი მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება ხელს უწყობს მოსწავლეების და სტუდენტებს სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარებას. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება მავნე და არასაჭიროა და ბავშვის გონების ,,გადაწვას” იწვევს. 

ათწლეულები მანძილზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საკითხი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ამას ბევრი ფიქრობს: საშინაო დავალება სასარგებლოა, მაგრამ უფრო მეტად უფროსკლასელებისთვის, ვიდრე პატარებისთვის.

მშობლებისა და მასწავლებლების ეროვნული ასოციაცია PTA და ეროვნული განათლების ასოციაცია მხარს უჭერენ ,,10-წუთიანი საშინაო დავალების გაიდლაინს”, მაგრამ ბევრი პედაგოგი და მშობელი მიიჩნევს, რომ მთავარია შესრულებული დავალების ხარისხი და არა ის დრო, რასაც მოსწავლე მის შესრულებას ანდომებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ის შემთხვევაა, როცა მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საშინაო დავალება უფროს კლასელებისთვის უფრო სასარგებლოა, თუმცა რისკიც მატარებელიცაა.

როდესაც მოსწავლე მაღალ კლასშია, ის დამოუკიდებლად სწავლას ეჩვევა, ამ კუთხით, დავალებების შესრულება დიდ როლს თამაშობს. თუმცა, თუკი მოსწავლე დავალების შესრულებას 2 საათზე მეტხანს უნდება, ეს მას ართმევს თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ძვირფას დროს, რამაც, შესაძლოა, ფიზიკური და მენტალური ჯანრთელობის  პრობლემები გამოიწვიოს.

პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დავალების შესასრულებლად ყველა მოსწავლეს ერთნაირი გონებრივი და ტექნოლოგიური რესურსი არ აქვს. შესაბამისად, შესაძლოა ზოგიერთმა მოსწავლემ დავალების სათანადოდ შესრულება ვერ შეძლოს. ამ შემთხვევაში, მისი დაბალი ნიშნით შეფასება, ცოტა არ იყოს, უსამართლო იქნება.

საშინაო დავალების კომპონენტში დიდ როლს თამაშობს მშობელი. ეს მათ ეხმარება, უფრო მეტად იყვნენ ჩართული შვილის სწავლის პროცესში.  მას შეუძლია ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებში გაერკვეს. თუ მშობელს საშინაო დავალების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ამას, ხშირ შემთხვევაში, შვილიც იზიარებს, რაც მას წარმატებაში ეხმარება.

მაგრამ საშინაო დავალება, შესაძლოა, მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტის საფუძველიც გახდეს, როცა მშობლები ზედმეტად აკონტროლებენ შვილების დავალებებს და ტესტების ქულებს. ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, იყვნენ ჩართულები საშინაო დავალების შესრულებაში, მაგრამ არა იმდენად, რომ შვილის ავტონომია შეზღუდონ და საშინაო დავალება მათსა და შვილებს შორის კონფლიქტის წყაროდ იქცეს.

წყარო: edutopia.org

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები