ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ თამარ სოლოშვილთან.

  • არ არის ნაადრევი მშობიარობა და როდის იწყება ის?

როდესაც რეგულარული შეკუმშვის გამო საშვილოსნოს ყელი იხსნება 37 კვირამდე, იწყება ნაადრევი მშობიარობა.

ნაადრევი მშობიარობა ორსულობის ვადების მიხედვით სამ ეტაპად იყოფა:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ძალიან ადრეული ნაადრევი მშობიარობა –  22-27-ე კვირები
ადრეული ნაადრევი მშობიარობა – 28-33-ე კვირები
გვიანი ნაადრევი მშობიარობა 34-37-ე კვირები

ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ინფექცია, დედის ასაკი , ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები , საშვილოსნოს ყელის ანატომიური ცვლილებები,მრავალნაყოფიანი ორსულობა. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით თუ საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია 30 მმ-ზე ქვემოთ, ეს ნაადრევი მშობიარობის მიზეზი ხდება.

  • როგორ მივხვდეთ, რომ ნაადრევი მშობიარობა გვეწყება?

ნაადრევი მშობიარობის ძირითადი სიმპტომებია:

• სპაზმები და ტკივილები მუცლის ქვემოთ. ის შეიძლება ჰგავდეს მენსტრუაციის ტკივილებს;
• სიმძიმე მუცლის ქვემოთ
• ტკივილები, რომელიც გრძელდება 30 წამზე მეტი
• გამჭვირვალე, მოვარდისფრო, მოყავისფერო ან სისხლოვანი გამონადენი საშოდან;
• ნაყოფის უმოძრაობა

ხშრად , ნაადრევი მშობიარობის მიზეზი სამეანო გართულებებიც არის. ეს გართულებები შეიძლება იყოს პლაცენტის წინმდებარეობა, მიმაგრებული პლაცენტის აცლა და სხვა. შესაძლებელია ორსულობის ზრდასთან ერთად პლაცენტა ზემოთ ავიდეს, არ იყოს სრული წინმდებარეობა. თუ დარჩება სრული წინმდებარეობა , მშობიარობა ვერ დასრულდება ფიზიოლოგიურად და საჭირო გახდება საკეისრო კვეთა.

აღსანიშნავია, რომ ახალშობილები, რომლთა წონაც 1000 გრამზე ნაკლებია, რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა სიცოცხლეს ნაადრევი მშობიარობა საფრთხეს უქმნის.

  • როგორ ავირიდოთ თავიდან ნაადრევი მშობიარობა?

ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ორსულობის სწორად დაგეგმვა.

ასევე, ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია ჩვენ,  მეან-გინეკოლოგებს, რომლემბაც უნდა გამოვარჩიოთ მაღალი რისკის მქონდე ორსულები, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდეს ისინი და  არ გამოგვრჩეს ნაადრევი მშობიარობის ნიშნები და სიმპტომები.