გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე.

სიმპტომები შესაძლოა იყოს განსხვავებული ქალებსა და მამაკაცებს შორის. მაგალითად, მამაკაცებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის მიდამოში; ქალებში სჭარბობს სხვა ხასიათის სიმპტომატიკა – დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, ჰაერის უკმარისობა და ქოშინი, გულისრევა, ძლიერი საერთო სისუსტე.

გულის ანგინა-სტენოკარდიის დროს სიმპტომები მოიცავს: ტკივილს, შებოჭვის შეგრძნებას, ზეწოლას და დისკომფორტს გულმკერდის მიდამოში;

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს: ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტისა და სიცივის შეგრძნებას ქვემო კიდურებში ;

ე.წ. ატიპიური ლოკალიზაციის ტკივილი გულის ანგინისას: ტკივილს კისრის, ყელის, ყბების, ეპიგასტრიუმის, ზურგის მიდამოში.

ასიმპტომურ პირებში გულის დაავადებათა დიაგნოსტირება რთულია სტენოკარდიის, ინსულტის ან გულის უკმარისობის გამოვლინებამდე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიმპტომი უნდა შეფასდეს ექიმთან ერთად, რაც გულის დაავადებათა ადრეული გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.

გულის დაავადებების სიმპტომები-არანორმალური გულისცემისას (გულის არითმია):

გულის ფრიალი

აჩქარებული გულისცემა

შენელებული გულისცემა

ტკივილი და/ან დისკომფორტი გულმკერდში

ჰაერის უკმარისობა

თავბრუსხვევა

წონასწორობის დარღვევა

სინკოპე და პრესინკოპე (გულისწასვლა ან მისი წინა პერიოდი)

გულის დეფექტებით გამოწვეული სიმპტომები:

სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები მჟღავნდება დაბადებისთანავე. ბავშვებში ეს სიმპტომებია:

ციანოზი;

შეშუპება ქვემო კიდურების, მუცლის მიდამოსა და თვალის ირგვლივ;

ახლშობილებში ქოშინი კვებისას, რაც ხდება ზრდის შეფერხების მიზეზი;

ნაკლებად სერიოზული თანდაყოლილი  დეფექტები ხშირად ვერ დიაგნოსტირდება გვიან ბავშვობამდე და/ან მოზრდილობამდე. გულის თანდაყოლილი დაავადებების ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც არ ხდება გადაუდებელი მკურნალობის მიზეზი, შესაძლოა იყოს:

ჰაერის მსუბუქი უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას;

მსუბუქი დაღლა ფიზიკური დატვირთვისას;

ხელის, წვივისა და ტერფის პასტოზურობა (მსუბუქი შეშუპება);

გულის კუნთის კუმშვადობის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული გულის დაავადებები, (ე.წ. გულის კუნთის სისუსტე) -კარდიომიოპათია.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ