რა უნდა იდოს მომავალი დედიკოს თეფშზე

ორსულობა ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია და ბევრი წვრილმანის ცოდნაა საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდში მომავალი დედიკოს კვებას ეთმობა. წლების წინ მიაჩნდათ, რომ ორსულს გაორმაგებული კვება სჭირდებოდა, რაც საღ აზრს მოკლებულია. საბედნიეროდ, დღეს ასე აღარავინ ფიქრობს.

იმისათვის, რომ ორსული სწორად იკვებებოდეს, არ არის საჭირო სპეციალური დიეტის განსაზღვრა და იმ პროდუქტების სიის ჩამოწერა, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც.

მთავარი, რაც ორსულმა უნდა გაითვალისწინოს, ისაა, რომ შეზღუდოს ტკბილეული, უარი თქვას მარილიან და ცხარე საკვებზე, დაკონსერვებულ და შებოლილ პროდუქტებზე, მაქსიმალურად დატვირთოს რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.

არსებობს ისეთი მინერალები, რომლებიც ორსულებმა აუცილებლად უნდა მიიღონ:

კალციუმი – თუ მომავალი დედის ორგანიზმში ეს ნივთიერება საკმარისი არ არის, დიდი ალბათობაა, რომ ჩანასახს ძვლოვანი სისტემისა და კბილების პრობლემები განუვითარდეს. შეგახსენებთ, ძვლოვანი სისტემის და კბილების ფორმირება ორსულობის მე–8 კვირიდან იწყება. კალციუმის ძირითადი წყაროა რძის პროდუქტები, ყველი, მაწონი, ხაჭო, მწვანე ფერის ბოსტნეული და არაქისი.

ცილები – ასევე უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც ყოველთვის საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს მომავალი დედის რაციონში. ცილა ის საშენი მასალაა, რომელიც კალციუმთან ერთად ჩანასახის ორგანოებისა და ქსოვილების ჩამოყალიბება–განვითარების პროცესში მონაწილეობს. გაამდიდრეთ რაციონი ნიგვზით, მჭლე ხორცით, კვერცხით, რძის პოდუქტებითა და ლობიოთი.

ნახშირწყლები – ამ ჯგუფში შედის შემდეგი პროდუქტები: პური, კარტოფილი, ბურღულეული, ტკბილეული. ნახშირწყლებით მდიდარია შაქარი, კანფეტები, შოკოლადი, პურის ფქვილი, საკონდიტრო ნაწარმი. ეს პროდუქტები შეიცავენ ე.წ. მძიმე ნახშირწყლებს, ამიტომ უმჯობესია, თუ მათ ჩაანაცვლებთ ხილით, ბოსტნეულითა და ჩირეულით.

უჯრედისი – ეს არის ნივთიერება, რომელიც ეხმარება ორგანიზმს, მაქსიმალურად მოიმარაგოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებები, გაძლიერდეს, რათა არ მოხდეს გამოფიტვა. უჯრედისის ნაკლებობის დროს ორსულები ხშირად უჩივიან აირების დაგროვებას. ამ ნივთიერების საბადოა ხილი–ბოსტნეული, მაკარონი, ჩირეული და ლობიო.

ვიტამინები – ორსულის რაციონში მუდმივად უნდა იყოს ს, ფ, უ, ვ და ი ჯგუფის ვიტამინები.
ს ვიტამინი ამაგრებს პლაცენტას და სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციების მიმართ, ეხმარება რკინის შეთვისებაში. იმ შემთხვევაში, თუ ორსული ს ვიტამინის დეფიციტს განიცდის, როგორც წესი, ის სწრაფად იღლება, ემუქრება სისხლნაკლებობა და ნაადრევი მშობიარობის რისკიც მაღალია.
ს ვიტამინს ძირითადად შეიცავს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ციტრუსები.
ვ ვიტამინი – აუცილებელია ჩვილის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მას შეიცავს თევზი, თევზის ქონი, კარაქი (მცირე რაოდენობით – ღვიძლი და კვერცხის გული.
უ ვიტამინი – აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ქსოვილების რეგენერაციას, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის. როგორც ანტიოქსიდანტი უჯრედებს დაზიანებისაგან იცავს და თავისუფალ რადიკალებს ბოჭავს, აფერხებს დაბერების პროცესს. უ ვიტამინის მდიდარია მწვანე ფერის ბოსტნეული, რძე და მარცვლეული.
ი ჯგუფის ვიტამინები – აუცილებელია როგორც მომავალი დედიკოსათვის, ისე ნაყოფისთვის. აძლიერებს და ამყარებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას. მას შეიცავს ხორცი, მარცვლოვნები, ძროხის რძე და ხაჭო.

მინერალები – რკინა აუცილებელია სისხლის უჯრედების განვითარებისათვის, ამიტომ ამ მინერალზე მოთხოვნა ორსულობის დროს ორმაგდება. შესაძლოა ექიმმა ის დამატებითი პრეპარატის სახითაც დანიშნოს. რკინით მდიდარია ღვიძლი, ვაშლი, ლობიო, ჩირეული, ფინიკი, თევზი.
ორსულისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავა, რომლის წყალობითაც ხდება ჩანასახის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მინერალი ორსულობის პირველ ტრიმესტრში. სამწუხაროდ, ორგანიმზმში ეს ნივთიერება არ გროვდება, არადა ორსულობის დროს მის მიმართ მოთხოვნა ნელ–ნელა იზრდება. ფოლიუმის მჟავას შეიცავს ბროკოლი, ისპანახი, არაქისი და უხეში ფქვილისაგან გამომცხვარი პური.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები