ჭარბი წონის მქონე ორსულ ქალებს შეუძლიათ შეამცირონ მათი ჩვილების ჯანმრთელობის რისკები დიეტისა და მეტი ფიზიკური დატვირთვის გზით.

ჟურნალ PLOS MED-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა. მკვლევარები აკვირდებოდნენ მაღალი გლუკოზის გავლენას გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულებში და მათი ჩვილების დნმ-ის ცვლილებებს.

გესტაციური დიაბეტი სულ უფრო ხშირდება მთელ მსოფლიოში, სიმსუქნის მატებასთან ერთად და ზრდის ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკს, ასევე მეტაბოლური დაავადების რისკს ბავშვებში, რომელთა დედებსაც ჰქონდათ ის ორსულობის დროს. გლუკოზის მაღალი დონე ორსულობის დროს იწვევს ეპიგენეტურ ცვლილებებს ნაყოფის განვითარებაში, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

საუთჰემპტონის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა შეისწავლეს ჭარბი წონის მქონე 550-ზე მეტი ორსული ქალისა და მათი შვილების მონაცემები. კვლევა მიზნად ისახავს ჭარბწონიანი ორსული ქალების დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებას მთელ ბრიტანეთში. ქალების ნაწილმა საკუთარ მენიუში ჩართო დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები (რომლებიც უფრო სწრაფად იშლება ორგანიზმის მიერ), შეამცირა  ცხიმის მიღება და გაზარდა ფიზიკური აქტივობა. მათ შედეგად ნაკლები წონა და კარგი მეტაბოლიზმი მიიღეს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც იყვნენ ქალები,  რომლებმაც ორსულობის განმავლობაში არ შეცვალეს ცხოვრების წესი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დიეტამ და ვარჯიშებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ახალშობილებში დნმ-ის მეთილირების ცვლილებები, რომლებსაც იწვევს დედის გესტაციური დიაბეტი ორსულობის პერიოდში.

„ყველა მომავალ დედას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი კვების რეკომენდაცია და მათ, ვისაც აქვს ჭარბი წონა, გაკიცხვის გარეშე უნდა მიეცეს პრაქტიკული მხარდაჭერა და წახალისება –  იკვებონ ჯანსაღად ორსულობის დროს“ – ამბობს „Tommy”-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ჯეინ ბრევინი.

წყარო: sciencedaily.com

მოამზადა: ნათია ხარბედიამ