კბილების განვითარების პროცესი იწყება მუცლადყოფნის 6 კვირიდან და გრძელდება გვიან მოზარდობის პერიოდამდე, მოიცავს 20 სარძევე კბილის შემდგომში კი 32 მუდმივი კბილის ფორმირებას და ამოჭრას. კბილების ამოჭრა, როგორც წესი, არის ბილატერალურად სიმეტრიული (მარჯვენა და მარცხენა კბილი ჩნდება ერთდროულად) პირველი კბილი უხშირესად ჩნდება 6-10 თვის ასაკში და 30 თვის ასაკში ყველა სარძევე კბილი ამოჭრილია.

კბილების ამოჭრას თან ახლავს ჭირევულობა, მომატებული ნერწყვდენა, ხშირად მშობლები კბილების ამოჭრას უკავშირებენ ტემპერატურის მატებას და დიარეას, თუმცა ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოირიცხოს ამ სიმპტომების გამომწვევი დაავადების არსებობა (მაგალითად ინფექცია) კბილების ამოჭრით გამოწვეული დისკომფორტი შესაძლოა შემცირდეს კბილების „მასაჟორით“ (რომელიც არ უნდა შეიცავდეს პატარა ნაწილებს) კარიესის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, გამაყუჩებელი გელები არ უნდა შეიცავდეს შაქარს.

წყარო: მზიურიმედი

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მასალა მოამზადა ნათია ხარბედიამ