რა იწვევს უშვილობას მამაკაცებსა და ქალებში?

Uncategorized, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ოჯახი

უშვილობა იგივე უნაყოფობა დღეისათვის უამრავი წყვილის პრობლემაა. სტატისტიკურად, ქალების  12%-ს უჭირს დაორსულება ან ნაყოფის შენარჩუნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  რეკომენდაციით, თუ ერთი წლის განმავლობაში  რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება, წყვილმა უნდა მიმართოს ექიმს.

ქალებს არ უნდა გამოეპაროთ ის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების კლინიკური გამოვლინება იყოს, ესენია:

ავიაბილეთები avia.ge
  • დაზიანებული, ჩაკეტილი ან ოპერაციული გზით ამოკვვეთილი ფალოპის მილები
  • მოუწესრიგებელი მენტრუალური ციკლი და ოვულაცია
  • ენდომეტრიოზი
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია
  • ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ სპერმატოზოიდებს
  • საკვერცხეების დისფუნქცია ან შემცირებული ოვარიალური რეზერვი

მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • განმეორებითი/გართულებული რესპირატორული ინფექციები
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება, ე.წ. ვარიკოცელე
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • არასრულფასოვანი სპერმა – ცოცხალი და მოძრავი სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა ან არარსებობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *