სუნთქვის შეკავების  გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს შიში, ბრაზი, გაღიზიანება, უეცარი ელდა ან ტკივილი. ჩაბჟირება, როგორც წესი უვნებელია, მაგრამ აშინებს მშობლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პირველად ხდება.

რა ხდება ჩაბჟირების დროს?

თქვენი შვილი ტირის, შემდეგ კი უცებ ჩუმდება, თან სუნთქვას იკავებს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

აღებს პირს და თითქოს ემზადება სატირლად, მაგრამ ხმა არ ამოსდის.

ლურჯდება ან ფერმკრთალდება

შეიძლება მოდუნდეს, გაშეშდეს ან კანკალებდეს.

ეს გრძელდება 1 წუთის განმავლობაში, თუმცა შეიძლება გონება დაკარგოს 1-2 წუთით.

ჩაბჟირების შემდეგ ძილმორეული ან მოდუნებულია.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისთვის საშინელი სანახავია, ჩვეულებრივ, ჩაბჟირება უსაფრთხოა და 4-5 წლის ასაკისთვის გაივლის. ეს არ არის ეპილეფსიური შეტევა ან თავის ტვინის რაიმე დარღვევა.

არსებობს ჩაბჟირების ორი ტიპი:

სუნთქვის შეკავების შეტევების ციანოზური ეპიზოდი. ყველაზე გავრცელებული ტიპია და ხდება მაშინ, როცა ბავშვის სუნთქვის წესი იცვლება.

რა უნდა გააკეთოთ სუნთქვის შეკავების დროს?

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ის გაივლის 1 წუთზე ნაკლებ დროში.

დარჩით მასთან, სანამ არ ამოისუნთქებს.

დარწმუნდით, რომ რაიმეზე ვერ დაიზიანებს თავს, მხრებს და ფეხებს.

დაამშვიდეთ და ამ ეპიზოდის შემდეგ შეუქმენით სიმშვიდე.

რა არ უნდა გააკეთოთ ჩაბჟირების დროს?

არ აჯანჯღაროთ ბავშვი და არ შეასხათ წყალი.

არ ჩაუდოთ პირში არაფერი, მათ შორის თქვენი თითები.

არ ჩაუტაროთ ხელოვნური სუნთქვა და გულ-ფილტვის რეანიმაცია.

არ გაუბრაზდეთ მათ (ისინი ამას სპეციალურად არ აკეთებენ).

მიმართეთ პედიატრს, თუ:

ჩაბჟირების ეპიზოდები გახშირდა ან გაუარესდა.

გაშეშება ან კანკალი გრძელდება წუთზე მეტ ხანს და მდგომარეობიდან გამოსვლას მეტი დრო სჭირდება.

სუნთქვის შეკავების ეპიზოდები გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პედიატრი გაარკვევს, ხომ არ არსებობს ჩაბჟირების უფრო სერიოზული მიზეზი.

როგორ შეიძლება აირიდოთ ჩაბჟირება?

დააკვირდით, რა უძღვის წინ ბავშვის ჩაბჟირებას და მსგავსი შემთხვევების დროს გადაატანინეთ ყურადღება. მაგალითად, თუ თქვენი პატარა ტირის იმის გამო, რომ მაღაზიაში ტკბილეულს არ ყიდულობთ, წინასწარ შეუთანხმეთ, რის ყიდვას აპირებთ და დაიხმარეთ პროდუქტების ძებნაში. თუ მაინც გაბრაზდა და სცადა სუნთქვის შეკავება, ნუ დაანახებთ, რომ ეს გაშინებთ. ამ საკითხზე ზედმეტი ყურადღების მიქცევამ შეიძლება დროში გაახანგრძლივოს სუნთქვის შეკავება ან უფრო გახშირდეს ტანტრუმი, რომელიც ჩაბჟირების ერთ-ერთი მიზეზია.

წყარო:nhs.uk/conditions/breath

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ