რა იწვევს აგრესიას მოზარდებსა და ბავშვებში?

აგრესია ადამიანის ბუნებრივი საპასუხო მდგომარეობაა გარემოს, ან გარშემო მყოფი ადამიანების წინააღმდეგ, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას.

ექსპერტების თქმით, ადრეულ ასაკში ბავშვები აგრესიას გამოხატავენ ყვირილითა და უხეში ქმედებებით, თითქოს ეს მათი პროტესტია გარემოსთან მიმართებით.

მოზარდებში აგრესიის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  1. ადამიანის ხასიათის შეუსაბამობა გარემო-პირობებთან;
  2. მშობლების გავლენა მოზარდებზე, მათ გარკვეულ ასაკში უჩნდებათ პროტესტი, რომ არიან ჩამოყალიბებული ადამიანები და უჭირთ უფროსების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება;
  3. უფროსების ზეგავლენა, როდესაც ბავშვი იზრდება ისეთ პირობებში, სადაც ძალადობა და აგრესია ყოველდღიურია, მოზარდი იღებს მაგალითს და ანალოგიურად გამოხატავს რეაქციებს.

საჭიროა სათანადო ზომების მიღება, რომ ვებრძოლოთ მოცემულ პრობლემას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მოზარდების ცხოვრება გავხადოთ უფრო მშვიდი და სასიამოვნო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები