რა გავლენას ახდენს თამბაქო კორონავირუსზე?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თამბაქოზე და სხვა მოსაწევ საშუალებებზე არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

მედია დაინტერესდა, რას იტყოდა ეზუგბაია საფრანგეთში გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ თამბაქოს მომხმარებლები მეტად სენსიტიურები არიან დაავადების მიმართ.

„არც თამბაქოზე და არც მასთან დაახლოებულ მოსაწევ არც ერთ საშუალებაზე მტკიცებულებები არ არსებობს. “ – განაცხადა ეზუგბაიამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკოტინის და თამბაქოს მოხმარება ადამიანს კორონავირუსისგან იცავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განცხადა.

„ითქვა, რომ თითქოს ვინც სიგარეტს და თამბაქოს ეწევა, მას დამცველობითი უნარი აქვს. არა, ბატონო, ნუ ავყვებით ამ ტყუილებს. თამბაქო პირველ რიგში გახლავთ გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ასთმის და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ბევრი კვლევაა უკვე, რომ მწეველებში COVID-ი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ამიტომ ამ ტიპის ინფორმაციებს ნუ ავყვებით, რომლის უკანაც კიდევ სხვადასხვა ინტერესი დგას“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები