რა გავლენას ახდენს ორსულობისას კოსმეტიკა შემდგომში ბავშვის სქესობრივ განვითარებაზე

უნამოებსა და საცხებში გამოყენებულმა ცალკეულმა კონსერვანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორსულობის დროს ბავშვის სქესობრივ განვითარებაზე ჯერ კიდევ ემბრიონად ყოფნის დროს. კვლევის შესახებ ინფორმაციას Tagesspiegel-ი ავრცელებს.

კვლევა ბერკლში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, კიმ ჰარლის ხელმძღვანელობით ჩაატარა. კვლევისას კოსმეტიკური საშუალებების ზოგიერთ შემადგენელ კომპონენტსა და მუცლადყოფნის დროს ემბრიონის განვითარებას შორის კავშირი დადგინდა. საუბარია ნივთიერებებზე: დიეტილფტალატსა და ტრიკლოსანზე, რომლებიც დადგინდა, რომ გოგოს სქესობრივ განვითარებაზე ახდენს გავლენას. 

კვლევით გაირკვა შემდეგი რამ: დედები, რომელთაც ორსულობის დროს შარდში ტრიკლოსანის ნივთიერება უფიქსირდებათ, მათ გაჩენილ ბაშვებს (გოგოებს) ციკლი სტანდარტულზე ხუთი თვით ადრე ეწყებათ.

ასევე გაირკვა, რომ დედები, რომელთაც ორსულობის დროს შარდში დიეტილფტალატის ნივთიერება უფიქსირდებათ, მათ შვილებს სხეულის ნაწილებზე თმის ზრდა სტანდარტულზე 6 თვით ადრე ეწყებათ.

კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც ბავშვში დედისგან ხვდება არის პარაბენი. კვლევისას 338 ბავშვის შარდი შეამოწმეს: “რაც უფრო მაღალი იყო შარდში პარაბენის კონცენტრაცია, 179 გოგოს მით უფრო სწრაფად განუვითარდა ძუძუს ჯირკვლები და ადრე დაეწყო მენსტრუაცია”. 

ბიჭების შარდში პარაბენის მაღალი კონცენტრაცია მათი სქესობრივი ორგანოების სწრაფად მომწიფებას აჩქარებს. 

“ადრეულ სქესობრივ განვითარებას მივყავართ არა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემების გამოწვევამდე, არამედ ის ასევე ძუძუს და საკვერცხეების კიბოს რისკს ზრდის”, – წერია კვლევაში. 

წყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები