რა­ქი­ტი, ოს­ტე­ო­მა­ლა­ცია, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, სიმ­სივ­ნე, დი­ა­ბე­ტი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბა, დეპ­რე­სია, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბა, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი – ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, მი­იჩ­ნე­ო­და, რომ D ვი­ტა­მინს დიდი გავ­ლე­ნა აქვს ძვალ-სახ­სრო­ვან სის­ტე­მა­ზე და მისი დე­ფი­ცი­ტი რევ­მა­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბას იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვებ­სა და ხან­დაზ­მუ­ლებ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბით კი ეს სუ­რა­თი იც­ვლე­ბა და რისკ და­ა­ვა­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად უფრო იზ­რდე­ბა.

”უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დის კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ ძვლო­ვან სის­ტე­მა­ზე, არა­მედ ადა­მი­ა­ნის ზო­გად ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. აღ­მო­ჩე­ნი­ლია, რომ D ვი­ტა­მი­ნის რე­ცეპ­ტო­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა არის თა­ვის ტვინ­ში და ით­ვლე­ბა, რომ სწო­რედ მისი მა­ღა­ლი დონე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ დეპ­რე­სია, მახ­სოვ­რო­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტს. ეს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­თაც ცხა­დი ხდე­ბა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თუ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მზი­ა­ნი ამინ­დი არ არის, რო­გორც წესი, ჩვე­ნი გან­წყო­ბაც იც­ვლე­ბა. შე­ფა­სე­ბუ­ლია, რომ ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში დეპ­რე­სი­ის დონე უფრო მა­ღა­ლია. ამის მი­ზე­ზი კი ისაა, რომ D ვი­ტა­მი­ნი მზის ინ­სო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ი­ყო­ფა. თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვად ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი ფორ­მით მი­ღე­ბა,” – გან­მარ­ტავს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის  ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბავ­შვთა გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი იმუ­ნი­დე­ფი­ციტ­თან კავ­შირ­შია. მისი ნაკ­ლე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი. მე­ო­რე მხრივ, შე­საძ­ლე­ბე­ლია გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც.

”დად­გე­ნი­ლია, რომ რევ­მა­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს საგ­რძნობ­ლად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია D ვი­ტა­მი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცია სის­ხლში. ეს მი­უ­თი­თებს ამ ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე რო­გორც და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ასე­ვე ჯან­მრთე­ლებ­ში პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. სწო­რედ D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი ასე­თი ხში­რი და­ა­ვა­დე­ბა ბავ­შვებ­ში – რა­ქი­ტი და ხან­დაზ­მუ­ლებ­ში – ხში­რი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. ამი­ტო­მაც D ვი­ტა­მი­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია,” – გან­მარ­ტავს იაშ­ვი­ლის სახ­ლე­ო­ბის  ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბავ­შვთა რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაკა იო­სე­ლი­ა­ნი.

ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, D ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გზით მი­ღე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამე­რი­კის პე­დი­ატრთა აკა­დე­მია რე­კო­მენ­და­ცის უწევს, რომ D ვი­ტა­მი­ნი ყვე­ლა ადა­მი­ან­მა მუდ­მი­ვად უნდა მი­ი­ღოს, თუ ისი­ნი გა­რეთ არ მუ­შა­ო­ბენ და ხში­რად მა­ღა­ლი ინ­სო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

”ოკე­ა­ნის ცხი­მი­ა­ნი თევ­ზე­ბი შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს. მხო­ლოდ ამ პრო­დუქ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კვე­ბით ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში რძის პო­დუქ­ტე­ბი არის D ვი­ტა­მი­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი ასეთ რძეს ყო­ველ­დღი­უ­რად 1 ლიტრზე მეტს იღებს, მა­შინ მას მე­დი­კა­მენ­ტუ­რად D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით, 2 წლამ­დე ბავ­შვებს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ ამ ვი­ტა­მი­ნის და­მა­ტე­ბა. თუმ­ცა გლო­ბა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი იც­ვლე­ბა და ახლა სა­უ­ბა­რია, რომ მისი მი­ღე­ბა 18 წლამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია,” – ამ­ბობს მაია ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ხერ­ხე­უ­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია D ვი­ტა­მი­ნის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მი­ღე­ბა ჩვი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ხე­ლოვ­ნუ­ლი საკ­ვე­ბი D ვი­ტა­მი­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა მისი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დღი­უ­რი დო­ზის მი­ღე­ბა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვი 700 მლ ხე­ლოვ­ნურ რძე­ზე მეტს იღებს დღი­უ­რად.