ჭამა ერთ-ერთი სფეროა, რომელიც ბავშვებს შეუძლიათ მეტ-ნაკლებად აკონტროლონ. კვლევაში, პრეტენზიული მჭამელი ბავშვები, დაბალი შედეგები ჰქონდათ ბავშვებს, რომელთაც მშობლები არ აიძულებდნენ ჭამას და არ ჰქონდათ შეზღუდვები.

მკვლევრებმა სთხოვეს მშობლებს, შეეფასებინათ რამდენად პრეტენზიული მჭამელები იყვნენ მათი შვილები და როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ამ პრობლემას. მათ კითხვარი შეავსეს, როცა ბავშვები იყვნენ 4, 5, 8 და 9 წლის.

კვლევის უნიკალურობა იმაშია, რომ მკვლევრებს ქცევაზე დაკვირვების საშუალება ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰქონდათ. კვლევისას აღმოჩნდა, რომ ამ ხუთი წლის მანძილზე ბავშვებს არ დაუძლევიათ პრეტენზიული კვების ჩვევა. შემდეგ წლებშიც ასე გაგრძელდება თუ არა, შემდგომი კვლევების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხია.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბავშვები დაყოფილი იყვნენ პრეტენზიულობის დონის მიხედვით, დაბალ, საშუალო და მაღალ კატეგორიებად. მაღალ ჯგუფში მოხვდა მათი 15%, რომლებიც არ ჭამდნენ ბოსტნეულს ან შფოთავდნენ ახალი საკვების გასინჯვის დროს. მათ შეიძლება ჰქონდეთ საჭმელთან დაკავშირებული ცუდი მოგონებები, მოულოდნელი გემოების ან დისკომფორტის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ: კვების სპეციალისტის რჩევები, როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ჯანსაღ საკვებს

კვლევის ავტორების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია აღმზრდელებმა მიზნად არ გაიხადონ, რომ ბავშვმა რამე გასინჯოს და ნაცვლად ამისა, იზრუნონ დადებითი შთაბეჭდილებების დაგროვებაზე. „არ მოსთხოვოთ ბავშვებს თეფშის მოსუფთავება ან მაგიდასთან ჯდომა, სანამ საჭმლის განსაზღვრულ რაოდენობას არ შეჭამენ. ასევე, თავი აარიდეთ საჭმლით მოსყიდვას“. ეს რა თქმა უნდა, რთულია. თავში უცებ მოგვდის, ვუთხრათ, რომ „შეჭამე მწვანე მარცვლები და მიიღებ დესერტს“, მაგრამ ამან შეიძლება ამან უფრო უარყოფითი ასოციაცია გაუჩინოს ამ პროდუქტის მიმართ.

კვლევამ ვერ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი განსხვავებები სოციო-ეკონომიკური სტატუსით, მაგრამ პრეტენზიულ ბავშვებს ჰქონდათ სირთულეები საკუთარ ემოციებთან გამკლავებაში. ავტორის აზრით, ზოგიერთი ბავშვი ტემპერამენტით არის ფრთხილი და განიცდის შფოთვას უფრო მეტად, ამიტომ მშობლები ნუ დაიდანაშაულებენ თავს, რადგან ზოგი უბრალოდ პრეტენზიული მჭამელია.

ჩართეთ ბავშვები საკვების შერჩევისა და მისი მომზადების პროცესში. მაღაზიაში სთხოვეთ შეარჩიოს 1-2 სახეობის ბოსტნეული და, თუ შესაძლებელია, მიეცით საჭმლის მომზადების საშუალება.

მიეცით არჩევანის საშუალება. ნუ იტყვით, რომ თქვენმა შვილმა ერთი კონკრეტული ბოსტნეული უნდა ჭამოს.

გაახალისეთ საკვების მიღება. საკვების მისაღებად დასხედით ტელევიზორისა და ტელეფონების გარეშე. მოყევით ამბებს, ჰკითხეთ ერთმანეთს განვლილი დღის შესახებ, დაუკარით სახალისო მუსიკა – ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ საკვების მიღება სახალისო აქტივობად ვაქციოთ, რასაც მოუთმენლად მოელიან ბავშვები.

წყარო: edition.cnn.com/health

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ