ყველაზე სექსუალური ქალის ვარცხნილობები მამაკაცების აზრით!

დედებს დააინტერესებთ

ერთ-ერთმა პოპულარულმა გამოცემამ ქალებისთვის ჩაატარე ექსპერიმენტი, მამაკაცებს აჩვენა სხვადასხვა ვარცხნილობების მქონე ქალების ფოტოები და საშუალება მისცა ხმა მიეცათ მათთვის, ვისაც ყველაზე სექსუალურად ჩათვლიდნენ. მამაკაცებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთდროულად რამდენიმე ქალის ფოტო ამოერჩიათ. ექსპერიმენტმა გამოავლინა ყველაზე სექსუალური ქალური ვარცხნილობები მამაკაცბის აზრით.

  1. ნაწნავი “თევზის კუდი”

 

მხარზე გადმოგდებული ასეთი ნაწნავი ძალიან ერთდროულად ბავშვური და ძალიან ქალურიცაა. როგორც ჩანს, ექსპერიმენტის მონაწილე მამაკაცებს გონებაში ჩარჩათ პირველი სიყვარული. ვარცხნილობამ ხმათა 65 % მოაგროვა!

ნაწნავის გაკეთების ვიდეომასტერკლასი

2. გაწეწილი თმა

არანაირად დალაგებული და საგულდაგულოდ დავარცხნილი, სიმეტრიული ვარცხნილობა: მამაკაცები ხმას აძლევენ ბუნებრივობას! ზოგიერთმა რესპოდენტმა ისიც კი აღანიშნა, რომ – სექსუალური ვარცხნილობა ის სულაც არ არის, თითქოს მისი მფლობელმა საათი გაატარა სარკის წინ. გამოკითხულთა 72 % გაწეწილი თმის მომხრეა. ეს გამარჯვებაა, ქალბატონებო!

3. “ცხენის კუდი”

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ერთი შეხედვით, ძალიან სტანდარტული ვარცხნილობაა, მაგრამ ბოლო დროს ის აშკარად ჰიტი გახდა. მამაკაცების 57 % თვლის, რომ მაღლა აწეული კუდი – ეს სექსუალურია, განსაკუთრებით მაშინ თუკი ძირებს მოცულობა ექნება. ესეც თქვენი მარტივი სექსუალური ვარცხნილობა გრძელი თმისთვის!

4. ცალ მხარზე გადაყრილი თმა

ცალ მხარზე გადაყრილი და ქარში მოშრიალე თმა მამაკაცების 68 %-ს ურევს გონებას!

5. მსუბუქად დატეხილი თმა

გამოკითხულთა 43 %-მა აღნიშნა, რომ მოწონთ დატეხილი თმა, განსაკუთრებით თუ ის ომბრეს სტილშია შეღებილი, ან ბრონდირებული (ამას ჩვენ ვამბობთ, თორემ მამაკაცებმა არ იციან ეს ტერმინები და შეღებვის ასეთ მეთოდს უბრალოდ “მელირებას” უწოდებენ). ასეთ სექსუალურ ვარცხნილობას ირჩევენ მამაკაცები ქალის საშუალო სიგრძის თმაზე.

აქედან დასკვნა! დღემდე პოპულარულია ბუნებრიობა, თავისუფალი და მოუწესრიგებელი შიკი. როგორი ვარცხნილობაც არ უნდა აირჩიო, შეგიძლია, არ დაკარგო საათები სარკის წინ თმის დაყენებაში იმისათვის, რომ იდეალური ვარცხნილობა გაიკეთო. დაბოლოს, მთავარია იყო ის, ვინც ხარ – ეს ნამდვილად მოგანიჭებს სექსუალურობას!

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *