ყველაზე პოპულარული პოზები პლაჟის ფოტოსესიისთვის – ალესანდრა ამბროსიოს გაკვეთილი

სპოილერი: მთავარია – შეარჩიოთ სწორი საცურაო კოსტიუმი

მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრა ამბროსიომ დატოვა Victoria’s Secret-ის “ანგელოზები”, მას ერთი სასარგებლო თვისება მაინც შემორჩა – იყოს მზად პოზირებისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში. თუნდაც მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში დასვენების დროს.

ყოველ შემთხვევაში, როცა ბრაზილიელი მოდელი პლაჟზე პაპარაცებმა შენიშნეს, ის არ დაიბნა და სიამოვნებით იპოზიორა ქვიშის პლაჟისა და ოკეანის ფონზე.

მოდელმა ყველაზე წარმატებული რაკურსები შეარჩია და ამასთან გვაჩვენა თავისი საყვარელი საცურაო კოსტიუმი – კაშკაშა ლურჯი ფერის ბიკინი, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ. შესაძლოა, წარმატებული ფოტოსესიის საიდუმლო სწორედ ეს საცურაო კოსტიუმი აღმოჩნდა.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები