დღევანდელ რეალობაში, ხშირად ჩნდება კითხვა, რა  , რა განაპირობებს ბავშვების მომავალ წარმატებას, ყველამ პროგრამირება უნდა ისწავლოს თუ ბევრი უცხო ენა? ფიზიკა თუ ბილოგია? მოკლედ, კითხვები ხშირად ჩნდება…

განათლების ექსპერტის  ბრაიან ოშიროს აზრით, პროგრამირება და უცხო ენების სწავლა კარგია, თუმცა არ არის საკმარისი. მისი აზრით, კრიტიკული აზროვნება აუცილებელია გონების სისხარტის, ინფორმაციის ათვისებისა და კომპლექსური პრობლემის მოგვარების მიზნით.

როგორ უნდა გამოვუმუშავოთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე კრიტიკული აზროვნება? გამოსავალი სწორი კითხვების დასმაშია და ვნახოთ, რას ნიშნავს სწორი კითხვები:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი
  1. კითხვა „რა?“-ს მაგივრად – როგორ? და რატომ?

დავუშვათ, რომ ბავშვი სკოლაში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშრებულ ინფრომაციას სწავლობს. მასწავლებელი სვამს კითხვას: „რა არის კლიმატური ცვლილებების გამომწვევი მიზეზი?“. ოშირო ამბობს, რომ მსგავს კითხვებს ორი ხარვეზი აქვს: პასუხის მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება და მეორე, იგი ბავშვებს ცრუ დაცულობის განცდას აძლევს – ჰგონიათ, რომ საკითხი იციან, თუმცა სინამდვილეში მათი ცოდნა ზედაპირულია. ზოგადი კითხვის ნაცვლად, მშობლებმა ბავშვებს უნდა დაუსვან კითხვა: „როგორ მოქმედებს X მოვლენა კლიმატურ ცვლილებებზე?“ ან „რატომ შეიძლება იყოს ეს საკითხი განხილვის მიზეზი?“. პასუხის გასაცემად ბავშვა უნდა იფიქროსფაქტებს მიღმა და ჩაუღრმადვეს საკითხს. ამ კითხვებთან ერთად, მშობელს შეუძლია დასვას შემდეგი კითხვებიც: „როგორ ეფექტს ახდენს კლიმატური ცვლილებები ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე?“ ან „რატომ შეიძლება ეს საკითხი ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის გახდეს ღელვის მიზეზი?“.  ოშიროს აზრით, კითხვების ლოკალიზება ბავშვებს აძლევს საშუალებას ზოგადი ცოდნა პირადულთან დააკავშირონ.

1)     საიდან იცი?

ოშიროს თქმით, ლოგიგური კამათისას ბავშვებს არგუმენტებისა და თვალსაჩინოებების მოყვანა უნდა შეეძლოთ. მსგავსი კითხვებზე პასუხის გაცემა ბავშვებს საკუთარ ნათქვამზე დაფიქრებისა და ინფორმაციის წყაროს გაანალიზების საშუალებას აძლევს.

2)     განსხვავებული აზრი

მინიმუმ ორი მოსაზრების შესაქმნელად, მშობლებმა უნდა დასვან ისეთი კითხვაც, რომელიც პრობლემის სხვა სიბრტყეში აღქმის საშუალებასაც ქმნის, მაგალითად:  მსგავსი კითხვაც: „რატომ უნდა იღელვონ  ცხელ ზაფხულზე საფრანგეთში მცხოვრებმა ადამიანებმა?“ . ასეთი  კითხვები ბავშვს საშუალებას აძლევს საკითხი სხვა ადამიანების პერსპექტივიდან დაინახონ და სხვა ადამიანის გადმოსახედიდან ფიქრობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

3)     პრობლემის გადაჭრის გზები

მშობლებმა არ უნა დასვან კითხვა პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, უმჯობესია მსგავსი კითხვების დასმა: „როგორ შეიძლება XXX პრობმების მოგვარეა ან შედეგის გამოსწორება?“.

ოშიროს კითხვების  გამოყენება ნებისმიერი  საკითხზე მსჯელობის დროს ეფექტურია. ასეთი მიდგომა ბავშვების დამოუკედებელ აზროვნებას ქმნის – მშობლების როლი კი მხოლოდ კითხვების სწორად დასმა და პასუხების მოსმენაა. ამ დროს ბავშვები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მიაწოდონ მსმენელს სათქმელი ისე, რომ მათთვის გასაგები გახდეს.

ოშიროს აზრით, კრიტიკული აზროვნება მხოლოდ ახალგაზრდებს არ გამოადგებათ წარმატებისათვის. ადამიანმა, რომელიც ყოველთვის ახლის სწავლას ცდილობს, საკუთარ თავს ეს კითხვები ყოველთვის უნდა დაუსვას, იმის დასადგენად თუ რამდენად კარგად იცის საკითხი. ყველა ადამიანს შეუძლია კრიტიკული აზროვნების განვითარება დღეში მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმით.

წყარო: insource.ge