ფოტოგრაფმა მარიამ ჭილაიამ, სოციალურ ქსელში თავისივე გადაღებული საკუთარი მშობიარობის ფოტოები გამოაქვეყნა.

,,ყველა მშობლის ცხოვრებაში შვილის შობა, მისი პირველი სუნთქვა ყველაზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი მომენტია.

ძალიან მსურდა საკუთარი მშობიარობა ფოტოებზე აღბეჭდილიყო, როგორც საოცარი მომენტი და ყველაზე ემოციური პირველი შეხვედრა. გადავწყვიტე ფოტოები თავად გადამეღო, თუმცა არ ვიცოდი პრაქტიკულად რამდენად შევძლებდი, ამიტომ ექიმებისგან თანხმობა ვითხოვე აპარატი მაინც თან მქონოდა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მშობიარობა გამთენიისას დამეწყო. კლინიკაში წავლის წინ პირველი ნივთი, რომელიც ხელში ავიღე  ფოტოაპარატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაფრთხილებული იყო და ყველამ იცოდა, რომ ფოტოგრაფი მშობიარობდა, ექიმები მაინც გაოცებულები მიყურებდნენ მშობიარეს კამერით ხელში. ფოტოების გადაღებამ მეტი ძალა მომცა და დამეხმარა პოზიტიური გარემოს შექმნაში.

 

ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.მე ეს შევძელი.ეს იყო ყველაზე ღირებული ფოტოსესია და ყველაზე სასიამოვნო ბრძოლა ჩემს ცხოვრებაში.’’-წერს თავის facebook გვერდზე ფოტოგრაფი.

მასალის ავტორი: სოფია მალანია